პლუტონი კოლექტიური პლანეტაა, იგი იმდენად დიდხანს რჩება ერთ ნიშანში, მთელ თაობებზე მოქმედებს და ამ თაობის ტრანსფორმაციის, ენერგეტიკული გადახალისების სტილს აღწერს.
თქვენი თაობა დიპლომატი თაობაა, ფიქრობთ რომ რადიკალური გარდაქმნებისთვის სულაც არ არის საჭირო რადიკალური მოქმედებები, პირიქით საჭიროა მოლაპარაკებები, ურთიერთშეთანხმებები. თქვენი უმაღლესი ღირებულება სამართლიანობაა, თანასწორობა. ტრანსფორმაცია ცოდნის გაღრმავებით, ინტელექტუალური განვითარების მეშვეობით ხდება.
აღსანიშნავია რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც პირველი იყო, ვინც საკუთარი მშობლების მასობრივი განქორწინებების მომსწრე გახდა, ქალებმა აქტიურად დაიწყეს ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, მიენიჭათ აბორტის უფლება და ამიტომ ახლა წინა თაობებზე უფრო მეტად ხართ მოტივირებული შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობები, თუნდაც კომპრომისზე წასვლის გზით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია