პლუტონი კოლექტიური პლანეტაა, იგი იმდენად დიდხანს რჩება ერთ ნიშანში, მთელ თაობებზე მოქმედებს და ამ თაობის ტრანსფორმაციის, ენერგეტიკული გადახალისების სტილს აღწერს.
თქვენი თაობა ,,დიდების“ თაობაა, თქვენ სრულიად ახალ წესრიგს შექმნით, ახალ კანონებს შემოიღებთ, სამყაროს მოწყობის სრულიად ახალ ფორმას მოიგონებთ და ამ ყველაფერს მოახერხებთ ძალიან დიდი სერიოზულობით, რუტინული შრომით და პასუხისმგებლობის გრძნობით. მოხდება ორგანიზაციული სტრუქტურის სრული განახლება, პოლიტიკური მმართველობის შეცვლა, ჩამოყალიბდება ახალი საზოგადოებრივი იერარქია. ზოგიერთი ასტროლოგის პროგნოზს თუ ვენდობით, მსოფლიო მმართველობის შემოღების ალბათობასაც კი დააყენებთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია