მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.
როგორც წესი ასეთ ადამიანები, რომელთაც ჩრდილოეთის კვანძი მშვიდოსანში ჰყავთ, იმდენ ინფორმაციას ფლობენ, ისე უგზო-უკვლოდ ნაკითხები და განათლებულები არიან, დასკვნის გამოტანა ურთულდებათ; ლოგიკის ჩარჩოებში მოქცეულებს ინტუიციის ყურისგდება და დეტალებში ჩაფლულებს მთლიანობის აღქმა ხშირად უჭირთ.
მრავალმხრივი ინტერესები გაქვთ, არადა სწორედ ერთი რომელიმე დიადი მიზნის შერჩევას და ამ მიზნისთვის თავის მიძღვნას გავალდებულებთ ეს ინკარნაცია.
ზედმეტი ფიქრი – აი, თქვენი პრობლემა. სხვის აზრებში საკუთარი გეკარგებათ. ხანდახან ლოგიკით ვერაფერს გახდებით, უბრალოდ უნდა გწამდეთ. უნდა მოეშვაათ და საკუთარ თავს უფლება მისცეთ ირწმუნოთ თუნდაც რამე უაზრობა, ეს სტრესსა და დაძაბულობას აგარიდებთ.
ჩამოყალიბდით თქვენს მსოფლმხედველობაში, პოზიციებში. იმოგზაურეთ, პედაგოგიური მოღვაწეობის პოტენციალიც დევს თქვენში. ამ ინკარნაციაში მასწავლებელი უნდა გახდეთ. თუკი ვერ შეძლებთ რაიმე ერთი იდეისთვის მსახურებას, ქარაფშუტას და ზედაპირულის იარლიყს მიიკრავთ. თუკი არ გექნებათ რწმენა თუ ვინ ხართ და რისი გჯერათ, თუნდაც არ იცოდეთ ეს, ვერც ვერასოდეს იპოვით ჭეშმარიტებას და გულწრფელობას. ვერ შთააგონებთ სხვებს, რომ თქვენი სჯეროდეთ, თუ თავად არ გჯერათ ამის. იმოქმედეთ თამამად და უსმინეთ იმპულსებს, იმუშავეთ რწმენაზე და ინტუიციაზე და გათავისუფლდებით შინაგანი შფოთვისა და მღელვარებისგან, ეჭვებისგან, რომელიც ზედმეტი ლოგიკურად აზროვნების შედეგია და შინაგან ბალანსსაც აღიდგენთ. არ მისცეთ თავს ყბედობის უფლება, თორემ მთელი ენერგია ამაზე დაგეხარჯებათ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია