მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.
ინდივიდები, რომელთა ჰოროსკოპშიც აღმავალი კვანძი მორიელში ხვდება, ზედმეტად ეჯაჭვებიან მატერიალურ სამყაროს, არ სურთ ჩვევებზე უარის თქმა, ეშინიათ კრიზისის და გადამეტებულად ზრუნავენ უსაფრთხოებაზე. თქვენი აქილევსის ქუსლი კომფორტის ზონაა. ყველაფერს აგროვებთ, სახლში მიათრევთ.
საჭიროა მფლობელობითი ბუნებისგან გათავისუფლება, ტრანსფორმირება, ცვლილებები, რეგენერაცია. უნდა გახდეთ თვითკრიტიკული, გაბედული, უშიშარი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია რისკის. მოთმინება, ამტანობა და დაღმავალი ნიშნის სხვა დადებითი თვისებები ამ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ, მაგრამ თუ ნებით არ იტყვით უარს ზედმეტ მატერიელიზმსა და მესაკუთრეობაზე, შესაძლოა ყველაფერი დაკარგოთ ქონებაც, ჯანმრთელობაცა და სიყვარულიც, რათა სულიერი განვითარებითაც დაინტერესდეთ. კატეგორიულად გეკრძალებათ კომფორტის ზონაზე ჩაბღაუჭება, სიხარბე და სიზარმაცე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია