ჩრდილოეთის კვანძი ქალწული

0
15044

მთვარის კვანძების თეორია კარმულ ასტროლოგიას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ხასიათის ზედმეტად განვითარებული და განუვითარებელი შტრიხებით მოვდივართ დედამიწაზე. ჩვენი მისია ახალი გაკვეთილების აღებაა და როგორც არ უნდა გვსურდეს გათელილი ბილიკებით სიარული, ცხოვრება ყველანაირად ეცდება კომფორტის ზონიდან გაგვაგდოს და ის გვასწავლოს, რაც ჩვენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია. რა სახის იქნება ეს გაკვეთილი ამაზე პასუხს ჩვენი კვანძები გვაძლევენ.

ინდივიდები, რომელთა ჰოროსკოპშიც ჩრდილოეთის კვანძი ქალწულში ხვდება, პრაქტიკული ცხოვრებისა და ყოველდღიური წვრილმანების თავიდან არიდებას ცდილობენ,  შემთხვევითობებითა და დაუგეგმავი ცხოვრებით ცხოვრებისკენ ისწრაფვიან. თავს აარიდებენ ნათელი მიზნების ჩამოყალიბებას და ინტუიციას მინდობილი რწმენითა და სულიერებით არსებობენ. მათთვის უცხო არ არის სიბრალული, თანაგრძნობა და დეპრესია. წარსულით ცხოვრება და საკუთარი ძალების რწმენის არ ქონა. ძალიან დიდ სულიერ და ფსიქოლოგიურ ძალებს ფლობენ, მაგრამ ამ ძალების გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეძლებენ თუ ქალწულის ,,გაკვეთილებს“ ისწავლიან.

საჭიროა, თავად იზრუნოთ თქვენი ოცნებების რეალურად ქცევაზე; განივითაროთ ვალდებულებების გრძნობა, ორგანიზებულობა, დისციპლინა, მოთმინება, აკურატულობა, სიზუსტე,  სიცხადე და სისუფთავე; ჩამოაყალიბოთ კონკრეტული გეგმები; აირჩიოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი… წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველი სევდისა და მწუხარების მსხვერპლად იქცევით.

ცხოვრებაზე გამარჯვებასა და მის გაკონტროლებას  მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ ნათლად დასახული მიზნები გექნებათ და გონების ერთ რამეზე კონცენტრირებას მოახერხებთ.  დაკავდით პრაქტიკული საქმიანობით, იდექით საკუთარი თავისა და სხვების სამსახურში.  ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები, ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, ვადებსა და წესებს. ამით საზოგადოების პატივისცემას დაიმსახურებთ, ცხოვრებას მოერგებით და  თავდაჯერებასაც შეიძენთ.

თქვენთვის მთავარი თქვენი ოცნებებია, თუკი თქვენი ცხოვრების სტრუქტურიზებას მოახერხებთ ისინი ახდებიან. დაიმახსოვრეთ – ,,სული მხოლოდ იმათ ეხმარება, ვინც საკუთარ თავს ეხმარება“, თუ ისევ წარსულზე დარდს და მომავალზე ოცნებებს შეალევთ მთელს თქვენს ენერგიას, თავად ცხოვრება გაიძულებთ პრაქტიკული ცხოვრება ისწავლოთ, რაც სულაც არ იქნება სასიამოვნო პროცესი.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია