ნეპტუნი ყველაზე ნელა მოძრავი პლანეტაა. თითოეულ ნიშანში იმდენ ხანს რჩება მთელ თაობებზე მოქმედებს.
თქვენ პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, რეალისტი თაობა ხართ, რომლის ფანტაზია მატერიალურ სამყაროს და პრაქტიკულ გამოყენებას ვერ სცდება. ის, რასაც ვერ ხედავთ, ვერ ეხებით, თქვენთვის ფანტასტიკის სფეროა, ცრურწმენაა. რასაც ვერ გიმტკიცებენ – აბუჩად აგდების ღირსი. უარყოფით გამოვლინებაში საშინელი სკეპტიკოსი იქნებით, დასცინებთ ყოველგვარ ზე-ბუნებრივს, იქნებით ათეისტი, თქვენი წარმოსახვა ლოგიკური აზროვნების ჩარჩოების გარეთ ვერ გავა. ჰარმონიულ გამოვლინებაში, კარგი ასპექტირებისას კი (რაც იშვიათია) პირიქით – მთელს თქვენს პოტენციალს ადამიანების განკურნებაზე დახარჯავთ – პარაფსიქოლოგიის, ექსტრასენსენსორიკის, ხალხური მედიცინის და სხვა მსგავსი არატრადიციული სამკურნალო მეთოდების საშუალებით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია