მერკური მშვილდოსანში

    0
    7979

    მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.

    მშვილდოსანი მერკური თავისუფალი მოაზროვნეა, ყოველ შემთხვევაში ცდილობს. ოპტიმისტები მუდმივად მომავლისკენ იყურებიან. აქვთ დიდი იდეები, თუმცა ამ იდეების სისრულეში მოყვანის გეგმები – არა. ისინი ხედავენ ზოგად სურათს, თუმცა დეტალებში კარგად ვერ ერკვევიან. ვარაუდებზე დაფუძნებული დიდი თეორიტიკოსები და არაპრაქტიკული ხალხია და ზუსტად ასევე ავლენენ თავს კომუნიკაციაში.

    იციან, რისი თქმა სურთ, მაგრამ კარგად ვერ აყალიბებენ აზრს. საუბრობენ ზოგადად და წვრილმანებს  არ აქცევენ ყურადღებას. თემიდან ხშირად უხვევენ, ახასიათებთ ბრტყელ- ბრტყელი წინადადებები და უბრალოდ თემებზეც კი ისეთი რთული ენით ლაპარაკობენ, გაგება შეიძლება გაგიჭირდეს. იმდენად აბსტრაქტული მოაზროვნეები არიან, ლოგიკური ადამიანისთვის რთულია მათი გაგება. ეზიზღებათ ინტელექტუალური თამაშები, უჭირთ ერთ საგანზე დიდხანს ფოკუსირება. ამასთან ერთად ორგანიზებულობაც აკლიათ. ერთად ახვავებენ ყველაფერს და უაზროდ ფუსფუსებენ. თუმცა თავად,  როცა ადამიანი სიტყვებს ვერ პოულობს, თავს ვერ უყრის სათქმელს და მიედმოედება, აზრიდან გადადიან.

    ენთუზიასტებს დებატები უყვართ. აქვთ  უამრავი პრინციპი და ყოველთვის მოხარულები არიან მათზე დისკუსიის გამართვის. არიან სოციალურები, თავს მოგახვევენ საკუთარ აზრებს, თუმცა თავად მსმენელის როლში არაკომფორტულად გრძნობენ თავს, ამიტომ ნებისმიერთან შეუძლიათ ლაპარაკი, ვინც მოუსმენს.

    აკლიათ ტაქტი. პირდაპირ და უხეშად შეუძლიათ მიახალონ თავისი მოსაზრებები სხვებს. უარყოფით გამოვლენაში შესაძლოა სარკასტულები, ტრაბახები და უკმეხები იყვნენ. ძალიან გონებაგახსნილებად მიაჩნიათ თავი და მიუხედავად იმისა რომ ეს შესაძლოა საფუძველს მოკლებული არც იყოს, ხშირად მორალისტებადაც გვევლინებიან. მათთვის არც ისე რთულია სხვების გაკიცხვა, თუმცა საკუთარი თავის მიმართ ძალიან შემწყნარებლები ბრძანდებიან.

    მიუხედავად ამისა, ხალხს ისინი ძალიან უყვართ იმ საოცარი ოპტიმიზმის გამო, ყველგან და ყველაფერში რომ ასხივებენ. ოპტიმიზმი მათი ყველაზე ძლიერი და ამავე დროს ყველაზე სუსტი მხარეა. ამხნევებენ და იმედს აძლევენ ხალხს თავიანთი მზიანი მსოფლმხედველობით. დამოუკიდებლებს და ადვილად ადაპტირებადებს  სიცილი და მხიარულება უყვართ.

    ცოდნის დიდი წყურვილი აქვთ, მაგრამ ცოტა დრო აქვთ ფაქტებისა და მშრალი ტექსტებისთვის. კარგად სწავლობენ, როცა აზროვნების თავისუფლება აქვთ და თვითონ ირჩევენ რა ისწავლონ და როგორ ისწავლონ. თუკი ინტერესი აკლიათ, სწავლა უჭირთ. რაც მათ ინტერესებში არ შედის ყურადღებას არავითარ შემთხვევაში არ გამოიჩენენ. ხალხსაც ამ პრინციპით ირჩევენ. თუკი ვინმეს არ აფასებენ, მის აზრებსაც არ სცემენ პატივს, არ აინტერესებთ და მორჩა. გამოუსწორებელი იდეალისტები არიან. იბრძვიან სამართლიანობისა და თავისუფლების დასაცავად, თუმცა ამ ტერმინების მათეულმა განმარტებამ ცოტა შეიძლება დაგაბნიოთ.

    გატაცებულნი არიან ფილოსოფიით, რელიგიით უცხოური კულტურით და მთელი ცხოვრება შეიძლება სწავლობდნენ მათ, რათა არსში გაერკვნენ. არიან მოუსვენრები და ინტელექტუალურები. შესანიშნავად ავლენენ თავს ლიტერატურაში. უყვართ სპორტი და მოგზაურობა. მათგან კარგი პოლიტიკოსები, აქტივისტები და თავგადასავლების მაძიებლები დგებიან. მასწავლებლობის, ლექტორობის პოტენიცალსაც ფლობენ.

    ცნობილი ადამიანები მშვილდოსანი მერკურით: ისააკ ნიუტონი (თხის რქა), ჯიმი ჰენდრიქსი (მშვილდოსანი), ინდირა განდი (მორიელი), ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ( მშვილდოსანი), სტივენ სპილბერგი (მშვილდოსანი), ვუდი ალენი ( მსვილდოსანი),  კარლოს კასტენადა (თხის რქა), სიდ  ბარეტი ( თხის რქა), მაო ძე დუნი ( თხის რქა), თეოდორ დოსტოევსკი(მორიელი) და ა.შ.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია