მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.
ეს ყველაზე დიპლომატიური მერკურია. მერკურით სასწორები სასიამოვნო ადამიანები არიან, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც. ეძებენ ჰარმონიას და მშვიდობას. სურთ, რომ ყველა თანასწორი იყოს მათ ინტელექტუალურ წრეში. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ყველას ასიამოვნონ, ყველა გაახარონ, ყველას კარგი წარმოდგენა ჰქონდეთ მათზე. არიან ტაქტიანები, ობიექტურები. უჭირთ ,,არას“ თქმა. ფიქრის პროცესში გამუდმებით ერთმანეთს ადარებენ ყველაფერს და ანალოგიებს ეძებენ. ძალიან სურთ პატიოსნები, წესიერები და თავაზიანები იყვნენ. თუკი რუკისგან მხარდაჭერა აქვთ, მათ შორის ,,ცუდ ტიპებს“ იშვიათად შეხვდებით.
შესანიშნავად ფლობენ ურთიერთობების ხელოვნებას. მოქნილებსა და მოხერხებულებს კონფლიქტები და უხეში მანერების ადამიანები არ უყვართ. ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ, ჰარმონიისაკენ. ხშირად მიდიან კომპრომისზე, თუმცა პრინციპების ერთგულებაც შეუძლიათ ,,საქმეს თუ სჭირდება“ და ისეთი პოზიციის დაჭერა, ისეთი რამის მტკიცება, რასაც შესაძლოა არ ეთანხმებოდნენ. ნამდვილი ეშმაკის ადვოკატები არიან.
აზროვნებენ აბსტრაქტულად, მედლის ორივე მხარეს კარგად ხედავენ. აზრთა სხვადასხვაობაში, ცოტა იბნევიან, ვერ იგებენ ვისი მხარე დაიჭირონ და ხშირად საშუალო პოზიციას იკავებენ. მასზე გავლენის მოხდენა ადვილია, ადვილია თქვენი მოსაზრებების მისთვის თავს მოხვევა, თუკი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, მთლიანად მოგენდობიან, რადგან თავიანთი ხანგრძლივი ყოყმანის გამო ხშირად შესაძლებლობებს ხელიდან გაშვების მდიდარი გამოცდილება აქვთ. არიან რაციონალურები და ზომიერები, არ უყვართ მძაფრი დებატები და მშვიდ დისკუსიას ამჯობინებენ. მათგან კარგი მედიატორები, მომრიგებლები და კონსულტანტები დგებიან.
ესთეტები, მეგობრულები და ლიბერალურები, მეგობრებს ადვილად პოულობენ. თითქმის ყველას კარგად ეწყობიან და თითქმის ყველასთან ერთად ახერხებენ თანამშრომლობას. ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს, თუმცა მენტალური სიზარმაცისკენ არიან მიდრეკილნი და ხშირად ვერ ინარჩუნებენ მათ.
წვეულებებზე მხიარულობენ. მსუბუქი, თბილი და შარმიანი ხალხია, კარგი მოსაუბრეები. თუმცა უნდა ისწავლონ, რომ როცა ვინმე არ ეთანხმებათ, ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. თუ ამას მოახერხებენ ცხოვრება უფრო მარტივი გახდება მათთვის.
ჭკვიანები არიან, მაგრამ ამას არასდროს ახვევენ სხვებს თავზე. ცხოვრების უარყოფით მხარეებს ვერ ამჩნევენ და ცოტა ფუქსავატი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ. უჭირთ ადაპტირება და დიდი ხანი სჭირდებათ სიტუაციასთან მოსარგებად. ურჩევნიათ კარგად შეისწავლონ ყველაფერი და ნელ-ნელა მივიდნენ გადაწყვეტილებამდე.
კარგად ეხერხებათ სითეზი და კარგად წერენ. უყვართ ხელოვნება და ლიტერატურა. აფასებენ კულტურას. თუკი თავად არ მოღვაწეობენ ამ სფეროებში, მაშინ ყველანაირად ცდილობენ სხვების მხარდაჭერას.
ცნობილი ადამიანები სასწორი მერკურით : ფრიდრიხ ნიცშე (სასწორი), ბილ გეითსი (მორიელი), სილვიო ბერლუსკონი (სასწორი), ფრიდრიხ ნიცშე, აგატა კრისტი (ქალწული), მარგარეტ ტეტჩერი (სასწორი), როჯერ უოტერსი ( ქალწული), კეტრინ ზეტა ჯონსი (სასწორი), ალენ დელონი(მორიელი) და ა.შ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია