მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.
მერწყულ მერკურის სურს საკუთარი თავის გამოხატვით ყველა სტანდარტი და ყველა წესი დაამხოს. მიუხედავად იმისა, რომ ლომივით კაშკაშა ნიშანი არ არის, მართლა შეუძლია სენსაციის მოხდენა.
ეს ინდივიდები პარდოქსული აზროვნებისაკენ არიან მიდრეკილნი. ურთიერთგამომრიცხავი აზრები აქვთ. პოზიცია ძირითად შემთხვევაში ლაპარაკის მომენტში უყალიბდებათ და შესაძლოა ამიტომ დებატების ბოლოს აზრი შეიცვალონ. გიჟდებიან წინააღმდეგობებსა და ქაოსზე. სწორედ ისინი უწევენ პირველნი წინააღმდეგობას ნებისმიერ იდეას, წინადადებას და გვთავაზობენ საკუთარ განსხვავებულ პერსპექტივებს. იმდენად უყვართ ინტელექტუალური დებატები, ეშმაკის ადვოკატი შეუძლიათ ითამაშონ, ოღონდაც ვინმეს ეკამათონ. ეს კი არც ისე იოლია. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება – მათი ჭეშმარიტება. თუ მის მოსაზრებებს არ იზიარებ, ესე იგი – ცდები. ამიტომ ხშირად მათ შორის ისეთებიც გვხდებიან ძალად რომ ახვევენ საკუთარ აზრებს სხვებს თავს და სურს რომ ყველა თავის ჭკუაზე ატარონ. ძალიან დიდ სიამოვნებას იღებენ სხვებზე ზეგავლენის მოხდენით.
მიუხედავად ამისა, მათ გვერდით ყოფნა სასიამოვნოა. ისინი საინტერესო, ორიგინალური და შორსმჭვრეტელი ტვინის ადამიანები არიან. აზრები ჰაერიდან ებადებათ, მათი იდეები ხშირად დროს უსწრებს. უბრალო და მიუკერძოებელი გონება აქვთ და ადამიანთა თანასწორობის სჯერათ. კაცთმოყვარეები სიამოვნებით ეხმარებიან ყველას, ვისაც მათსავით არ უმართლებს. ჩართულები არიან სოციალურ რეფორმებში. ფხიზლები და სხარტები დიდი დაკვირვებულების უნარითა და კარგი ინტუიციის წყალობით ადამიანის ხასიათის განსჯას დიდი სიზუსტით ახერხებენ. კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა აქვთ და უყვართ ნამდვილი ანეგდოტები.
არაორდინალური აზროვნების პატრონები, ურთიერთობებშიც ასევე არაორდინალურები გვევლინებიან – უცებ, უმიზეზოდ შეუძლიათ აღტაცდნენ ვინმეთი და ასევე უცებ, უმიზეზოდვე გაწყვიტონ კონტაქტი. კონცეფციების მიმართ უფრო ლოიალურები არიან, ვიდრე ხალხის მიმართ. არ უყვართ კონსერვატიული ადამიანები, რომლებსაც სიახლეების ეშინიათ, ახალ იდეებს ვერ ეხსნებიან, რადგან მახვილგონიერებს სიახლეები მოსწონთ და ტრადიციებს დიდად არ დაგიდევენ, რევოლუციონერის სული აქვთ, თუმცა დროდადრო ცვლილებებთან გაუჯიუტებაც ახასიათებთ.
მერკურით ლომებივით ისინიც ზოგად სურათს უფრო კარგად ხედავენ, ვიდრე დეტალებს. მნიშვნელოვან ამბებს არაჩვეულებრივად იმახსოვრებენ და წვრილმანები ხშირად ავიწყდებათ, თუმცა ოპოზიციისგან განსხვავებით ამ ზოგადი სურათის და მნიშვნელოვანი ამბების ფაქტებით გამყარებაც შეუძლიათ, თუ საჭიროა. აქვთ შესანიშნავი იმპროვიზაციის უნარი და როცა გიყვებათ ამბავს, რომელსაც ლაპარაკის მომენტში თხზავს, მოგეჩვენებათ რომ ძალიან ბევრი უმუშავია ამაზე. დამოუკიდებლებს ყოველთვის თავიანთი დღის წესრიგი, თავიანთი განრიგი აქვთ. ხშირად ექსცენტრიულის იარლიყსაც იკრავენ.
სწავლის უჩვეულო მეთოდები აქვთ. ვერ იტანენ გრაფიკებს, დედლაინებს, მათი გონების ჩარჩოში მოთავსება შეუძლებელია, სრული თავისუფლება სჭირდებათ, თუმცა რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, როცა ინტელექტუალურ სამუშაოს ეხება საქმე დისციპლინირებულები და ორგანიზებულები ხდებიან. როგორ ახერხებენ ამას, ეს ცალკე სისტემაა, რომელიც სხვას სავარაუდოდ არ გამოადგება. მულტფილმებში გინახავთ როგორ ენთებათ პერსონაჟებს ნათურა თავში ახალი იდეების მოსვლისას? ეს მერწყული მერკურის ტვინია, თითქოს რაღაც ჭანჭიკი უტრიალდებათ და წამებში ითვისებენ, იგებენ მთელ ინფორმაციას. უკეთ სწავლობენ დამოუკიდებლად, ვიდრე რეპეტიტორებით. ვერაფრით აიძულებთ იმის სწავლას, რაც არ აინტერესებთ. უცხო და რთულად ჩასაწვდომი იდეების კვლევა იტაცებთ. მოსწონთ მეცნიერება, მეტაფიზიკა და ყველაფერი ის, რაც კაცობრიობის პროგრესს უწყობს ხელს. ხშირად კარგი სპიკერები და მწერლები ხდებიან. უამრავი ენერგია აქვთ და აუცილებლად უნდა ისწავლონ ამ ენერგიას მართებულად გამოყენება, თუ არ სურთ, რომ სიგიჟემდე მიიყვანონ გარშემომყოფები.
ცნობილი ადამიანები მერწყული მერკურით: მარტინ ლუთერ კინგი (თხის რქა), ნიკოლა სარკოზი (მერწული), ვოლფანგ ამადეუს მოცარტი (მერწყული), სტივ ჯობსი (თევზები), ოპრა უინფრი (მერწყული), ბობ მარლი (მერწყული), მერლინ მენსონი (თხის რქა), შოპენი (თევზები), თომას ედისონი (მერწყული), ჯორჯ ვაშინგტონი (თევზები), ბობი ფიშერი (თევზები), ფრანც შუბერტი (მერწყული), ბენჯამინ ფრანკლინი (თხის რქა) და ა.შ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია