მერკური თხის რქაში

0
22350

მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.

თხის რქა მერკურის სამყაროს შემეცნება ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენით სურს. ნელა და მეთოდურად აშენებენ ყველაფერს მსოფლმხედველობიდან  დაწყებული საკუთარი ცხოვრებით დამთავრებული. უყვართ ყველაფრის სტრუქტურიზება და ორგანიზება. აქ გონება გრძნობებზე მაღლა დგას.

ამ ინდივიდებს დიდი კონცენტრაციის და მძიმე გონებრივი შრომის უნარი აქვთ, რაც ძალიან სერიოზულებს ხდით მათ. არიან სანდოები, პროდუქტიულები და გონებრივად აქტიურები. კარგად კონცენტრირდებიან და უდიდესი  პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს. სიახლეებს სკეპტიკურად ხვდებიან და ამიტომ შესაძლოა უფრო კონსერვატიულები ჩანდნენ ვიდრე სინამდვილეში არიან.  რეალურად კი უბრალოდ ადვილი არ არის ამ წინდახედული და ფრთხილი ადამიანების ნდობის მოპოვება.  აზროვნებენ სუფთად, მკაცრად და ვიწროდ. აქვთ დისციპლინირებული და რეალისტური გონება. ვერაფრით დაუმტკიცებთ რამეს თუ არგუმეტირებულად, ფაქტებით არ დაუსაბუთეთ.  არიან ლოგიკურები. პრობლემას სხვადასხვა კუთხიდან აანალიზებენ, რათა ობიქტურები იყვნენ. თუმცა ახსნა და მასწავლებლობა მათი საქმე არ არის, რადგან მოთმინებიდან გამოდიან,  როცა ვინმე ვერ იგებს იმას, რაც მათთვის ცხადია.

ცოტა პირქუშები და უჟმურები ენთუზიაზმს იშვიათად ავლენენ. სიტყვებს ფრთხილად არჩევენ. არ უნდათ რომ სისულელე წამოსცდეთ და ამიტომ მეტისმეტად თავდაჭერილები და ცოტა ქედმაღლებიც ჩანან. ძალიან ბუნებრივად და მშვიდად რომ აკეთებდნენ პრეზენტაციას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ავადმყოფურად ნერვიულობენ იმაზე, თუ როგორ წარსდგებიან საზოგადოების წინაშე. მთელი ცხოვრება საკუთარი თავის ჩათვლით ვიღაცას რაღაცას უმტკიცებენ თავიანთი ცოდნით და წარმატებებით. როცა ცუდი პერიოდი უდგათ დეპრესიაში ვარდებიან და პესისმისტური განწყობილება ეუფლებათ, თუმცა გრძობებს არავითარ შემთხვევაში არ გააფუჭებინებენ საქმეს. მასში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, თვალდახუჭულს ენდოთ და გჯეროდეთ.

უყვართ სამუშაო, რომლის რეალურ შედეგებსაც წინსაწარვე ხედავენ. ყველა ასპექტში პრაქტიკულები ინტერესდებიან მხოლოდ იმ თემებით რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ. არ უყვართ ფუჭად დროის კარგვა. დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. ზუსტად იმდენ დროს ხარჯავენ, რამდენიც საჭიროა იმაში დასარწმუნებლად რომ გეგმა უსაფრთხოა.   სტანდარტულებს სიურპრიზები არ მოსწონთ.  ყოველგვარ წარმოდგენას კარგავენ ხალხზე, რომლებიც სიტყვას ტეხენ და დაპირებებს არ ასრულებენ. სერიოზულები სხვებში არასერიოზულობასა და ქარაფშუტობას ვერ იტანენ.

ხშირად ექსპერტები ხდებიან, რადგან ჩვევად აქვთ არჩეულ თემას მთლიანად მიუძღვნან თავი. კარგად სწავლობენ მარტო, ნელა და მეთოდურად. ერთდროულად თავს დატეხილმა ინფორმაციამ წყობილებიდან შეიძლება გამოიყვანოს. მათ ჯერ კარგად უნდა  დაალაგონ ყველაფერი და მერე ნელ-ნელა აითვისებენ. მართალია,  დიდი დრო სჭირდებათ სწავლისთვის, მაგრამ სამაგიეროდ მათი ცოდნა საფუძვლიანია და ცხოვრების ბოლომდე თუ არა, ძალიან დიდხანს ამახსოვრდებათ.

კარგად აკონტროლებენ საკუთარ თავს და არ ითქვიფებიან საზოგადოებაში. აქვთ იშვიათი ნიჭი გააკეთონ ძველისა და ახალის სინთეზი. პატივს სცემენ ტრადიციებს, ისტორიას. ხდებიან კარგი ადმინისტრატორები, ინჟინრები და წარმატება აქვთ ნებისმიერ საქმიანობაში რომელიც პრაქტიკული და დეტალებზე ორიენტირებულია.

მათ აღიარება სურთ,  კვალის დატოვება ამ სამყაროში და აქვთ კიდევაც პოტენციალი დროის გამოცდას გაუძლონ.

ცნობილი ადამიანები თხის რქა მერკურით: ნოსტრადამუსი (თხის რქა), იოსებ სტალინი (მშვილდოსანი), ჯორჯ გურჯიევი (თხის რქა), ალ კაპონე(თხის რქა), ედგარ ალან პო (თხის რქა), რონალდ რეიგანი (მერწყული), არისტოტე ონასისი (თხის რქა), ფედერიკო ფელინი (თხის რქა), ათენა ონასისი (მერწყული), ჩარლზ დიკენსი (მერწყული), ჰენრი მილერი (თხის რქა), ჯორჯ გორდონ ბაირონი (მერწყული) და ა. შ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია