მერკური ჩვენი კომუნიკაციის მანერაზე, ინფორმაციის მიღება-გაცემაზე, აზროვნების სტილზე აგებს პასუხს.
მერკურით ვერძები სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას. სად აქვთ იმდენი მოთმინება რომ პრობლემა მისხალ-მისხალ შეისწავლონ. პირდაპირები და გულწრფელები არიან. ხანდახან უხეშები და აგრესიულებიც კი ეჩვენებიან ხალხს. ბავშვებივით ვერაფრით წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ვინმე არ ეთანხმებოდეს მათ და მოქმედებენ ყოველგვარი ეჭვების გარეშე. ძალიან მიჯაჭვულები არიან თავიანთ იდეებზე.
მიდრეკილნი არიან ცოდნის ისე მიღებას, ზედმეტ დეტალებში რომ არ ჩაეფლონ. სწავლობენ მხოლოდ იმას, რაც სურთ და ყურადღებას არ აქცევენ, რაც უადგილოდ ეჩვენებათ.
აქვთ მიამიტობის ხიბლი. უყვართ დაწყება და ენთუზიაზმით არიან სავსე. ყოველგვარ უარყოფით კრიტიკას პირად შეურაცხყოფად იღებენ, საერთოდ რომ არაფერ შუაში იყვნენ. არ ეშინიათ გამოწვევების მიღების, ნებისმიერ დროს მედგრად დგანან. იდეალისტი ბუნების მიუხედავად ძალიან ჭკვიანები არიან.
ვერძი მერკური ერთი აზრიდან მეორეზე ძალიან სწრაფად ხტება, თუ ახალი ძველზე მომხიბლავად ეჩვენება. ბრწყინვალე პრომოუტერია. იცის, თუ როგორ წააქეზოს და დააინტერესოს ხალხი. უყვარს შეჯიბრი და ხშირად გასართობათაც კამათობს.
გულით ცოცხლები და მარჯვეები არიან, სწრაფი რეაქციები აქვთ ექსტრემალურ სიტუაციებშიც. დაბრკოლებები გზაზე იმედს უცრუებენ და ეს იმედგაცრუება ცხოვრების სხვა სფეროებშიც ვლინდება, მაგალითად, კომუნიკაციაშიც. ისინი მოუთმენლობით არიან ცნობილნი.
იმპულსურობისკენ მიდრეკილები, კონცენტრაციას დიდხანს ვერ ახერხებენ, პირდაპირ დასკვნაზე გადადიან. გამჭრიახებს და გონებემახვილებს საუბარი უყვართ, თუ საგნის ჩაღრმავება არ არის საჭირო. როგორი მომხიბლავებიც არ უნდა იყვნენ, სისასტიკემდე გულწრფელები არიან.
ყველაფერზე წავლენ კამათში გამარჯვებისთვის, მათთანაც კი ვინც ძალიან უყვართ. თუ საკუთარი თავის კონტროლი არ ისწავლა საშინელი ,,ყველაფერი ვიცი“ გახდება. უნდა შეიყვარონ დეტალები და ჩაუღმავდნენ გეგმებს, რა მოსაწყენიც არ უნდა იყოს ეს მათთვის.
ჯიუტები, კერპები, გიჟებიან თავისი იდეების გავრცელებაზე, თუნდაც არ იყოს ეს საჭირო. დიდი ტაქტით არ არიან დაჯილდოებულნი. დაუღალავები, მგზნებარედ ენერგიულები არიან. სულ დაკავებულები რომ არ იყვნენ, არ შეუძლიათ და ხან გეგონება რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ აქვთ. უყვართ ყველაფრის თავის ჭკუაზე გაკეთება და ვერ იტანენ როცა ვინმე ურჩევთ, რა როგორ ქნან. ისინი შესანიშნავი ლიდერები არიან და თუნდაც მსგავს პოზიციაზე არ იყვნენ, ერთ მუჭა მიმდევრებს მაინც იჩენენ ხოლმე. მათი აღტაცება და ენთუზიაზმი გადამდებია.
ცნობილი ადამიანები ვერძი მერკურით : ალბერტ ეინშტეინი (თევზები), ადოლფ ჰიტლერი (კურო), ალ პაჩინო (კურო), ემა ტომპსონი (კურო), ფრენსის ფორდ კოპოლა (ვერძი) და ა.შ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია