მარსი სასწორში

0
20715

მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.

,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“ – აი, ამ მარსის დევიზი. გაბედულება თქვენი

ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის, გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, მაგრამ თუ ჩამოყალიბდით, მიზანს ყოველთვის აღწევთ. ბევრს მერყეობთ, თუმცა ძირითადად იმიტომ, რომ უამრავ ალტერნატივას შორის საუკეთესოს არჩევა გსურთ.

 

ცხოვრება ხშირად უსამართლოა, როგორც მარსით მორიელი იტყოდა, მაგრამ მარსით სასწორები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ამ მაჩვენებლის მქონე ინდივიდები საკუთარი თუ სხვისი უფლებების დასაცავად იბრძვიან. თქვენი უმაღლესი მიზანი მშვიდობაა, წონასწორობის აღდგენისკენ ილტვით და თან არააგრესიული მეთოდებით. სასწორი მარსი ორფევსია, რომლის ჰანგების წინაშე ჰადესიც კი უკან იხევს.

 

ცდილობთ ყველა მოწინააღმდეგე გადმოიბიროთ, მარტივად მიდიხართ კომპრომისზე, გჯერათ რომ ,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. არასოდეს უხეშობთ, არასოდეს უზრდელობთ, ცდილობთ წარმოჩინდეთ როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი.

 

თქვენი აგრესია პასიურია. ბრძოლის მეთოდი – დიპლომატია. ,,ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ – მოკლედ, რამდენი ანდაზა შეგეფერებათ – როგორც ჩანს, ბრძნული მოქმედებები გჩვევიათ. მიუხედავად ამისა, ყველას ერთნაირად მაინც არ ეხატებით გულზე. პირდაპირი და ხისტი ადამიანები ვერ იგებენ ვისკენ ხართ, რა გინდათ, რა პოზიცია გაქვთ და ამიტომ შეიძლება არც გენდობოდნენ.

 

ზოგადად, ეს არ არის მარსის კარგი პოზიცია, სასწორის ოპოზიციური ნიშნის -ვერძის მმართველი აქ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და თქვენც შეიძლება მუდმივი შინაგანი დაძაბულობით იტანჯებოდეთ. ეს პლანეტა აგრესიის პლანეტაა, თქვენ კი აგრესიას ახშობთ, ბუნება არ გაძლევთ ამის საშუალებას და საერთოდ ჰკეტავთ არხს, საიდანაც  სასიცოცხლო ძალების მიღებას შესძლებდით, ამიტომ შეიძლება უენერგიობაც გაწუხებდეთ. ადვილად ექცევით სხვების გავლენის ქვეშ და მოქმედებისას ხშირად საკუთარზე მეტად სხვის აზრებს ენდობით, სხვისი აზრების გავლენის ქვეშ მყოფი მოქმედებთ.

 

კაცებს, ასეთი მარსით, ძალიან უყვართ ქალების საზოგადოებაში ტრიალი, კარგად ესმით საწინააღმდეგო სქესის. არიან ესთეტები, თავაზიანები, იშვიათად ებმებიან ჩხუბში. ცდილობენ ყველაფერს რაციონალურად მიუდგნენ. აკლიათ ინიციატივა,

იმდენ დროს კარგავენ ყველას მოხიბვლაზე, რეალურად ვინც მოსწონთ, მათი მოხიბვლისთვის დრო ნაკლებად რჩებათ, თაყვანისმცემლებს გადაჭრით ვერც უარს ეუბნებიან, ვერც თანხმობას, ურთიერთობენ ყველასთან, ვინც მათთან ურთიერთობის სურვილს გამოთქვამს და საბოლოოდ ხდება ისე, რომ  იმ ქალთან რჩებიან, ვინც მათ საკუთარ თავს ,,დააძალებს“.

 

რაც შეეხება ქალებს, პარტნიორის ყოლის ყველაზე მძაფრი მოთხოვნილებით გამოირჩევიან, მოსწონთ ლამაზი კაცები. შესაძლოა ქალურად ლამაზი კაცებიც კი. ინტელექტუალურ განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ შესაძლოა მომხიბლავი გარეგნობის გამო, ამაზე თვალი დახუჭონ.

 

სექსის მიმართ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება გაქვთ. ყურადღებას აქცევთ ესთეტიკურ მხარეს. ხორციელი ვნებები არ გხიბლავთ. ლამაზი თეთრეული, დახვეწილი მოძრაობები, სასიამოვნო და მშვიდი გარემო უფრო აღგაგზნებთ, ვიდრე პორნოგრაფია. გამოსახულებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე შინაგან განცდებს. მოგწონთ როცა ხედავთ, რომ პარტნიორს სიამოვნებს, პარტნიორის დანახვა, ვიზუალური მხარე არსებითია თქვენთვის, ამიტომ შესაძლოა სინათლეში სექსის დიდი მომხრეც ბრძანდებოდეთ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია