მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.
ეს ძალიან პროდუქტიული და მიზანზე ორიენტირებული, პრაქტიკული მარსია, მართალია ზოგჯერ გაფანტულობაც შეიძლება გახასიათებდეთ, რადგან ბევრი საქმის ერთად კეთებისკენ ხართ მიდრეკილი, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ეფექტურად მოქმედებთ.
თუკი პირად რუკაზე სხვა მაჩვენებლები საწინააღმდეგოს არ გამოხატავენ, აგრესიული არ უნდა იყოთ, თუმცა კრიტიკულობა გჩვევიათ და ამის გამო თქვენთან ურთიერთობა არც ისე მარტივია. როცა ბრაზობთ იწყებთ წუწუნს, მწარე რეპლიკებს ისვრით. ცოტა ნერვიულიც ხართ და რთული არ არის თქვენი გაღიზიანება.
როცა თავს ცუდად ირძნობთ კარგი იქნება თუ სამუშაო ადგილს, ან სახლს დაალაგებთ. ამ გზით თქვენი ძალების სრულ გადახალისებას მოახდენთ. რეკომენდირებულია ფიტნესი, იოგა. ასე ზედმეტი აგრესიისგან გათავისუფლდებით.
გაქვთ საქმის კეთების თქვენეული სისტემა და მეთოდები. მოქმედებისთვის გჭირდებათ ინსტრუქცია, გეგმა. ნებისყოფა გაქვთ, თუმცა მოუსვენარი ხასიათის გამო დიდხანს ლოდინი არ შეგიძლიათ. სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ, შფოთავთ და ვერ ჩერდებით. ბოლომდე მიყვანა კი დეტალებამდე სრულყოფილი ნამუშევრის შექმნაა.
პერფექციონიზმისკენ ხართ მიდრეკილი. დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევთ. ამას შეიძლება კატეგორიულად უარყოფდეთ, მაგრამ ასეა. სულ გეშინიათ, რომ რაღაცას ისე ვერ გააკეთებთ, როგორც თავად გსურთ. სხვების მიმართაც მომთხოვნი და ზედმეტად კრიტიკული ბრძანდებით. წვრილმანებში კირკიტით ბევრს შეიძლება მოაბეზროთ თავი. ტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ საერთო სურათს ვერ ხედავთ და ვერ აფასებთ და უმადურობაშიც შეიძლება დაგდონ ბრალი. ,,სულ უკმაყოფილო ხარ!“ ,,არაფერი მოგწონს“ – ხშირად ისმის თქვენი მისამართით მსგავსი ხასიათის საყვედურები?
სასიცოცხლო ენერგიას იმ საქმიდან იღებთ, რასაც აკეთებთ. სამსახურის და საქმის გარეშე იფიტებით. სულ ფუსფუსებთ, სულ რაღაცას ეჭიდავებით.. თუმცა ენერგიის უაზროდ ფლანგვა არ მოგწონთ და არ გახასიათებთ.
კაცები ასეთი მარსით ქალის ყურადღების მიპყრობას თავიანთი გამოცდილების გაზიარებით და დახმარების ხელის გაწვდენით ახერხებენ. ურთიერთობაში ცოტა მორცხვობენ სიყვარულს, ძირითადად, გაწეული სამსახურით და ერთგულებით გამოხატავენ. უარზე ძალიან მძაფრად რეაგირებენ და იმდენად კრიტიკულები ხდებიან, შეიძლება შეურცხყოფა მიაყენონ ქალს, რომელსაც წუთების წინ სიყვარულს ეფიცებოდნენ.
რაც შეეხება ქალებს, მოსწონთ მოწერიგებული, სუფთა და პრაქტიკული მამაკაცები. ვნებიანობა იშვიათად ახასიათებთ, თუ რუკაში ამის სხვა მაჩვენებლები არ არსებობს, და საკუთარ განცდებზე მეტად სიამოვნებას იმით იღებენ, რომ პარტნიორებს აღაგზნებენ და მათთვის საჭირონი არიან.
ზოგადად, ამ მარსის მქონე არც ერთი სქესის წარმომადგენელი არ არის სექსზე შეშლილი. მათთვის ესეც ერთგვარი საქმეა, საპასუხისმგებლო საქმე, საქმეში კი ისინი კარგები არიან. საუკეთესო გეიშების უმრავლესობა ამ ნიშნით იყო დაბადებული. ისინი სექსს როგორც ხელოვნებას, ან უკეთ, როგორც პროფესიას ისე ეუფლებიან. გარდა ამისა, ჯანმრთელობასაც დიდ ყურადღებას აქცევენ, რისთვისაც ჯანსაღი სექსი აუცილებელი პირობაა. საწოლში ზუსტები და მეთოდურები არიან. მოკლედ, დიდი ბობოქარი ვნებების გარეშეც, თეორიული ცოდნით ახერხებენ იყვნენ კარგი საყვარლები.
კარგი იქნება თუ ისწავლით მოდუნებას და ნაკლებს იფიქრებთ. ხანდახან ლოგიკა უძლურია და ზედმეტი ფიქრის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები სწორი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია