მარსი ლომში

    0
    2809

    მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.

    “I’m sexy and I know it” –  ეს მარსი ლომია.  ძლიერი, მტკიცე, თავდაჯერებული, მეფური ამბიციებით და გრაციოზული მოძრაობებით. თქვენი დრაივი  გაიძულებთ ეძიოთ თქვენი არსებობის არა მხოლოდ გამართლება, არამედ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე გამართლება.

    უზარმაზარ სასიცოხლო ენერგიას ფლობთ. ძალიან ოპტიმისტი და დამოუკიდებელი ადამიანი ბრძანდებით. აქტიური, ენერგიული,  გულუხვი, ხელგაშლილი. ყოველთვის გულით მოქმედებთ და ვერ იტანთ მეწვრილმანე, პატარა ადამიანებს.

    მძაფრი ვნებები და სურვილები გაქვთ. მოგწონთ რისკი, ოღონდაც გაუმართლებელი რისკი არა. ძალიან თამამი ხართ, იმპულსურიც, თუმცა საღ აზრს მოკლებული არამც და არამც.

    ამ მაჩვენებლით იშვიათად იპოვით ადამიანს, ვისაც მოწოდება არ აქვს. მოქმედებთ ღირსეულად, თავდაჯერებულად, ცოტა თეატრალურადაც. მოგწონთ თქვენი ავტორიტეტით მეტოქის დაკნინება.  დგამთ სცენებს და თუ ეცემით, ეცემით იმდენად შთამბეჭდავად და ამაღელვებლად,  აპლოდისმენტებით გაცილებენ. უჩვეულო მაგნეტიზმის წყალობით უმეტეს შემთხვევაში საწადელს იოლად აღწევთ.

    გაღიზიანებთ კრიტიკა, თუმცა ყველას თავს არ უყადრებთ. დიდსულოვანი და კეთილშობილური ბუნება გაქვთ. იქცევით ისე, რომ ყურადღებას იქცევდეთ, იქცევით ისე, რომ მერე იამაყოთ საკუთარი ქმედებებით. იმპულსური ხართ, მაგრამ ფინია ძაღლივით არასოდეს იყეფებით, თქვენ მრისხანებთ, ბრდღვინავთ ისე, როგორც ცხოველთა მეფეს შეეფერება. განსაკუთრებით თქვენი სიამაყის , თავმოყვარეობის შელახვის მცდელობაზე.

    ასეთი ტიპის მამაკაცები საზოგადოების გული და სული არიან ხოლმე, უყვართ წვეულებები, გართობა და ,,პროჟექტორების შუქი“. ურთიერთობაში დომინანტები არიან, უფრო თაყვანისმცემელს დაეძებენ, ვიდრე თაყვანისცემის ობიექტს, სჭირდებათ ქალი, რომელიც აღფრთოვანებული იქნება მისით, თუმცა ეს ხელს არ უშლით თავბრუდამხვევები და ძალიან გალანტურები იყვნენ. ისინი ცდილობენ შთაბეჭდილება მოახდინონ, ამიტომ იდეალური პარტნიორის როლს ირგებენ.

    რაც შეეხება ქალებს, პირიქით თაყვანისცემის ობიექტს დაეძებენ. სჭირდებათ პარტნიორი, რომლითაც იამაყებენ, რომლითაც აღფრთოვანებულები იქნებიან. ყურადღებას აქცევენ მამაკაცის ჩაცმულობას, იმიჯს. მოსწონთ მდიდარი და ,,სვეტსკი“ ტიპები.

    რაც შეეხება სექსს, ეს მარსის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური პოზიციაა. ადვილად იღგზნებიან და ვნება დიდხანს მიჰყვებათ.  აქვთ ძალიან დიდი სექსუალური ენერგია. გიჟდებიან სექსზე, თუმცა  გრძნობებისგან დაცლილ სექსზე არა. ბობოქარი ვნებები სჭირდებათ. მისთვის ყოველი სექსუალური აქტი სპექტაკლია – ეფექტური შესავლით, ნივთების აქეთ-იქეთ მიმოფანტვით, ტანსაცმლის შემოხევით და ბოლოს – ანშლაგით. რეჟისორი თავადაა და იცის კიდეც თავისი საქმე. მთავარია თამაშში აჰყვეთ და უაზრო კრიტიკული შენიშვნებით ხასიათი არ გაუფუჭოთ. მერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია