მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.
ტყუპებში იგი ცოტა გაფანტული და არაფოკუსირებულია. ადვილად იწყენს, მუდმივი ცვლილებები სჭირდება ენერგიის აღსადგენად. უცნაურია არა? როცა არაფერი გაქვთ საქმე, როცა არაფერი ხდება, მაშინ გამოფიტულად გრძნობთ თავს და აქტიურობის, აქეთ იქეთ სირბილის და სხვებისთვის დამღლელი დღის შემდეგ საოცარი ენერგიის მოზღვავებას. შეიძლება ითქვას, რომ მოწყენილობაზე ფიზიკურად რეაგირებთ.
გიყვართ ბევრი ლაპარაკი, მეტიც – უფრო მეტს ლაპარაკობთ, ვიდრე აკეთებთ. მთელი თქვენი ენერგია ვერბალურია – მოლაპარაკე მარსი გყავთ, რომლის ერთადერთი იარაღი ენა, ან კალამია. საუბარში ცოტა სიხისტე და უხეშობა გჩვევიათ. გახასიათებთ ენამწარეობა, ენაკვიმატობა, ცინიზმი. შესაძლოა ეს აქტიური ჟესტიკულაციით, სწრაფი ლაპარაკით, დაძაბული მეტყველების მანერით გამოიხატოს.
დებატებში ბრწყინავთ. კამათში ვერავინ გაჯობებთ. საოცარი ენამახვილობის წყალობით ყველა დისკუსიიდან გამარჯვებული გამოდიხართ. სიტყვაუხვი და ენაწყლიანი ინდივიდი ბრძანდებით. თუნდაც სხვა მაჩვენებლების წყალობით მორიდებული და თავშეკავებული ტიპიც იყოთ, როცა ცეცხლი შეგენთებათ თქვენი გაჩუმება შეუძლებელი გახდება.
როგორც უნდა ბრაზობდეთ ფიზიკური ანგარიშსწორების სურვილი არ გიჩნდებათ, მაქსიმუმ ხმას აუწიოთ და ვერბალურ შეურაცხყოფაზე გადახვიდეთ. მოუსვენარი და ცოტა ნევროზული ხართ. ნერვიული მოძრაობები შეიძლება გახასიათებდეთ, ცქმუტვა, წრიალი, ხელ-ფეხის ქნევა.
საკუთარ ენერგიასთან კავშირს ხელების მეშვეობით ამყარებთ, ტყუპები ხომ ხელებს მართავს.
ბევრი, ამ აპექტით, შესანიშნავად უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტებზე, არის კარგი პიანისტი, მევიოლინე, ან ძალიან მაგარია ვიდეოთამაშებში. მანუალური სამუშაო კარგად გამოსდით. მოსწონთ ფაზლები და ინტელექტუალური თამაშები. სპორტში – ჭადრაკი, კალათბურთი.
ადვილად შეგუებადობით გამოირჩევით, სიახლეები გხიბლავთ. შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. დიდხანს ერთ რამეზე კონცენტრირებული ვერ რჩებით. კარგი იქნება თუ ეცდებით და თქვენი ენერგიის თავმოყრას და ფოკუსირებას მოახდენთ. გაითვალისწინეთ ქართული ანდაზა – ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს დაიჭერსო. ნუ დარჩებით ცარიელ მოლაყბედ და თუ საკუთარ ჟინს ვერ უმკლავდებით, ეცადეთ საუბარი პროფესიად იქციოთ.
რაც შეეხება სექსს, თეორიული ინტერესი უფრო მეტია. სატელეფონო სექსი, ვირტუალური სექსი მათი მოგონილიც შეიძლება იყოს. ხშირად საუბრობს სექსის შესახებ, უამრავი ინფორმაცია აქვს. მოსწონს ექსპერიმენტები. ხშირად სექსუალური პარტნიორების კოლექციას აგროვებს. საწოლში მხიარული და მრავალფეროვანია.
ასეთი მაჩვენებლის მქონე კაცები უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე განიცდიან. კონტაქტურები არიან. იშვიათად რომ პასუხისმგებლობის გრძნობა ტანჯავდეთ, რადგან თავს არავის წინაშე მიიჩნევენ ვალდებულად. რაც შეეხება ქალებს – ნამდვილი საპიოსექსუალები ბრძანდებიან. ისინი ფიზიკურ ლტოლვას ინტელექტუალი მამაკაცების მიმართ განიცდიან. განათლებული, მხიარული, კომუნიკაბელური, ენამახვილი პარტნიორები მოსწონთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია