მარსი კუროში

0
16960

მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.

,,ბედაური ბოლოსო“ – ეს  მარსი კუროს დევიზია. მიზანზე ორიენტირებულს სისწრაფე არ უყვარს, ყველა მოქმედების შედეგი წინასწარ აქვს გათვლილი და მხოლოდ ამის შემდეგ დგამს ნაბიჯებს. ნელ-ნელა ხურდებით და როცა გახურდებით შემდეგ თქვენი შეჩერება შეუძლებელია.

თქვენ  მშვიდი და წყნარი ადამიანი ხართ, რომლის წყობიდან გამოყვანა რთულია, (თუ, რა თქმა უნდა, ვერძის გავლენა არ გაქვთ),  მაგრამ თუ აფეთქდით, მტერს არ ვურჩევ სადმე ახლომახლო ყოფნას. შენელებული მოქმედების ნაღმი ხართ. აგროვებთ, აგროვებთ და შემდეგ ერთობლივად ამოხეთქავთ ხოლმე.

თქვენი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა უსაფრთხო გარემოს და პირადი საკუთრების შექმნის სურვილიდან იღებს სათავეს და ამის მოსაპოვებლად ხანგრძლივი და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოს შესრულებაც შეგიძლიათ. ხართ ძალიან ამტანი, გამძლე და საოცარი მოთმინების უნარით გამოირჩევით. მთავარი თქვენთვის სტაბილურობაა. ვადებს მნიშვნელობას არ ანიჭებთ. წლები შეიძლება დაგჭირდეთ მიზნის მისაღწევად, მაგრამ მიაღწევთ და ეს არის არსებითი.

ერთდროულად რამდენიმე პროექტისთვის ხელის მოკიდება თქვენი სტილი არ არის. თუკი დარწმუნებული არ ხართ, რომ გამოგივათ, ისე არც არაფერს იწყებთ და თუ დაიწყებთ, ერთხელ შემდგარი გზიდან, ვერავინ გადაგიყვანთ.

სპონტანური მოქმედებები თქვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მარსი კუროს მფლობელები ამ თვისების გამო ბევრს ზარმაცადაც კი ეჩვენება. გინდათ რომ შოპინგზე გაგყვეთ? თქვენდა სამწუხაროდ ნახევარი საათის წინ გადაწყვიტეს წამოწოლილიყვნენ, გემრიელად მოეწყვნენ და ახლა ვერაფრით დაძრავთ ადგილიდან. არც ეცადოთ. მას ვერ ააჩქარებთ.  ადვილად შეგუებადობა და მოქნილობა ამ მაჩვენებლის მქონე ადამიანების ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.

სექსში ძალიან ვნებიანი და მგრძნობიარეა (სენსუალური). პრელუდია ხანგრძლივია, რადგან სწრაფად არ იღგზნება, თუმცა ტემპერამენტი დიდხანს მიჰყვება.   გარეგნობას და ვიზუალს დიდ ყურადღება აქცევს. საოცრად რეაგირებს შეხებაზე.  მაქსიმალური სიამოვნებისთვის სჭირდება კომფორტი, მოხერხებული საწოლი, ლამაზი თეთრეული, რბილი შუქი და სასიამოვნო მუსიკა. ერთგულია და პარტნიორზე მზრუნველი.

ამ ტიპის მამაკაცი მესაკუთრეა, ძლიერი, თბილი და საიმედო დასაყრდენი, შეიძლება ითქვას ნებისმიერი მეოჯახე ქალის ოცნება, რაც შეეხება ქალებს კარგად ჩაცმულ დახურული, დახვეწილი მანერების და კარგი აღნაგობის მქონე, მხარბეჭიანი, ლამაზი სახის მქონე მამაკაცები მოსწონთ. სჭირდებათ მყარი და ერთგული პარტნიორი, რომელსაც ექნება სტაბილური გრძნობები და ფულის შოვნის უნარი.

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია