მარსი ჩვენი მოქმედების სტილზე აგებს პასუხს. როგორ ვიბრძვით იმისთვის, რაც გვსურს. იგი ჩვენი აგრესიული ინსტინქტებია, სექსუალობა და დრაივი.
თხის რქა მარსის საუკეთესო მდებარეობაა. ენერგია მართულია, კონტროლირებადი, კარგად გადანაწილებული და მიზნისკენ მიმართული.
თქვენ არ გეშინიათ მძიმე შრომის. გაქვთ მკვეთრად განსაზღვრული ამბიციები და ყოველთვის აღწევთ მიზანს, თუნდაც ამისთვის წლები დაგჭირდეთ. გაქვთ რეალისტური გეგმები და გახაიათებთ სწრაფვა მყარი და საიმედო მომავლის შექმისკენ.
ძალიან მიზანდასახული, პროდუქტიული და დისციპლინირებული ხართ. ამასთან პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული. ლიდერობის პოტენციალით. მაღალი თანამდებობები გხიბლავთ, იღწვით ავტორიტეტის მოპოვებისთვის, ყურადღებას აქცევთ სტატუსს და იერარქიული კიბის სათავეში მოქცევისკენ მიგიწევთ გული. დროს ფუჭად არასოდეს ხარჯავთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ მწვერვალისკენ.
ბრაზისგან გაცოფება არ გჩვევიათ, თქვენი წყობიდან გამოყვანა რთულია, გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნებას ყოველთვის ახერხებთ. ძლიერი თვითკონტროლის წყალობით იმორჩილებთ ემოციებს, ვნებებს, მიუხედავად იმისა, რომ გულგრილი არ ხართ, რაღაცეების ,,გატარება“ გიჭირთ და მოუწესრიგებლობის ქვეცნობიერი შიში გაქვთ. იშვიათად მაგრამ სასოწარკვეთილებაც გიპყრობთ. წარუმატებლობის საშინლად გეშინიათ.
პრობლემებს არ გაურბიხართ. სირთულეები არ გაშინებთ. დაბრკოლებები თქვენთვის გამოწვევაა და როცა საქმე რთულდება, მთელი თქვენი არსებით ებმებით ბრძოლაში.
საკუთარი თავის და ხანდახან სხვების მიმართაც საკმაოდ მკაცრი შეიძლება იყოთ. იმდენად დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გაგაჩნიათ, ახლობლებისთვის საიმედო დასაყრდენად ხშირად იქცევით.
სექსში ინიციატორი ხართ, გულგრილობის ნიღაბს იხსნით და ვნებებს გასაქანს აძლევთ. ასეთ ურთიერთობაშიც კი არ თმობთ ლიდერის პოზიციას. არ არის გამორიცხული უხეშობაც მოგწონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სექსი გიყვართ, შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი სექსუალური ენერგია. იცხოვროთ სექსის გარეშეც. ასეთ შემთხვევაში საქმეზე იქნებით გადამკვდარი.
ქალები ასეთი მარსით ცოტა კონსერვატიულები არიან. უფრთხილდებიან საკუთარ რეპუტაციას. მოითხოვენ პატივისცემას და დაფასებას. მოსწონთ სერიოზული, საქმიანი, ჩამოყალიბებული და წარმატებული მამაკაცები. შესაძლოა ხიბლავდეთ თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები.
მამაკაცებს ეშინიათ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენის. უჭირთ საკუთარ გრძნობებზე გულახდილად საუბარი. ყველას თავს არ უყადრებენ. თუკი პასიურობენ, ესე იგი, საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი არ არიან.
კარგი იქნება თუ სამთო-სათხილამურო სპორტით, ალპინიზმით დაკავდებით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია