იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა, იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას.ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.
თქვენ მოგეთხოვებათ: ოპტიმიზმი, ხელგაშლილობა, გულწრფელობა, სიკეთე, გონებაგახსნილობა, ენთუზიაზმი, ტოლეატნობა. ეცადეთ ყოველი დღე თავგადასავლად აქციოთ. შეიძინოთ და გასცეთ მეტი ცოდნა. იმოგზაუროთ, სხვადასხვა კულტურებს ეზიაროთ. დაინტერესდით ფილოსოფიით, სხვადასხვა რელიგიებით, სწავლებებით. გაიფართოვეთ ჰორიზონტი. თქვენ გურუ უნდა გახდეთ. უმაღლესი ფასეულობები უნდა შეიძინოთ, გჯეროდეთ თქვენი თავის, თქვენი მიზნების და ყველაფერი გამოგივათ, რადგან ეს იუპიტერის საუკეთესო მდებარეობაა – თავისივე ნიშანში.
ერიდეთ: იღბლიანობით გათამამებას, სიხარბეს, იმპულსურობას, უტაქტობას, ლაყბობას, უაზრო კამათს, თანამდებობის დაუმსახურებლად მიღების წყურვილს, თაღლითობას, ადამიანების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას, აზარტულობას, თქვენი რწმენის და შეხედულებების სხვებზე ძალით თავის მოხვევის მცდელობას.
წარმატება გექნებათ : რელიგიურ, პედაგოგიურ მოღვაწეობაში, იურისპუდენციაში, საგანმანათლებლო სფეროში, საგამომცემლო საქმიანობაში. უცხო ენებთან და უცხოელებთან ურთიერთობაში, უცხოეთში…
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია