იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა, იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.
თქვენ მოგეთხოვებათ: სულიერი მხნეობა, ძლიერი ნებისყოფა, რისკიანობა, სიმამაცე, ამტანობა, მოვლენების სიღრმეში წვდომის უნარი. თქვენ გამუდმებით სულიერი ზრდისკენ უნდა ისწრაფოდეთ, მუდმივი გარდაქმნებისკენ, ტრანსფორმაციისკენ. ენდეთ ინტუიციას. მოიპოვეთ ავტორიტეტი. შეიმუშავეთ სტრატეგია. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ ბოლომდე მიუძღვნათ თავი.
ერიდეთ: ენერგეტიკულ სნობიზმს (სუსტების ზემოდან ყურებას), საკუთარი თავით აღფრთოვანებას, ტრაბახს, ტყუილებს, აგრესიულობას და კონფლიქტურობას. უკომპრომისობას, რადიკალიზმს, შანტაჟისტობას, მანიპულატორობას.
წარმატებას შეგიძლიათ მიაღწიოთ ექსტრემალურ საქმიანობაში, სამხედრო სფეროში, პოლიტიკაში, კრიმინალისტიკაში, საგამოძიებო საქმიანობაში, ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, სამაშველო სამსახურში, საგადასახდო სფეროში (სხვების ფინანსების მართვა), იურისპუდენციაში (განსაკუთრებით მემკვიდრეობის საკითხები), დაზღვევა, ნავთობი, სეისმოლოგია, არქეოლოგია, დამკრძალავი ბიურო, სექსოლოგია, გინეკოლოგია. მოკლედ, ყველაფერი თქვენი,ა სადაც სიღრმეში შესვლაა საჭირო.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია