იუპიტერი სასწორში

0
13640

იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა,  იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.

თქვენ მოგეთხოვებათ: სამართლიანობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, დიპლომატიურობა და მოვლენების სხვადასხვა ჭრილში დანახვის უნარი. უნდა ისწრაფოდეთ ჰარმონიული ურთიერთობებისაკენ, სილამაზისკენ, შეთანხმების მიღწევისაკენ, მახვილი ბოლოების დაბლაგვებისკენ. თუკი კონფლიქტის თავიდან არიდებისთვის აუცილებელია, აუცილებლად წადით კომპრომისზე.  იყავით გაწონასწორებული, მშვიდობიანი.  პატივი ეცით კონტრაქტებს, პარტნიორებს, მნიშვნელობა არ აქვს, საქმიანი იქნება ის თუ მეგობრული.

ერიდეთ პირფერობას,  მერყეობას, ლაჩრობას, ტყუილებს,  ღალატს, ეშმაკის ადვოკატობას, უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას, ორმაგ მორალს, დაპირებებს, რომლის შესრულება არ შეგიძლიათ და ა.შ.

შეიძლება გახდეთ წარმატებული: იურისტი, დიპლომატი, ლექტორი, კომერსანტი, ხელოვნებათმცოდნე, დეკორატორი, დიზაინერი… ყველაფერი, რაც სილამაზეს და ურთიერთბებს ეხება.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია