იუპიტერი ქალწულში

0
2184

იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა,  იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.

თქვენ მოგეთხოვებათ: მოწესრიგებულობა, დაკვირვებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისუფთავე, სიზუსტე, პრაქტიკულობა, შრომისმოყვარეობა, სხვების სამსახურში დგომის უნარი. ყოველთვის ყველაფერი კარგად  დაგეგმეთ, ნუ გადაუხვევთ დღის წესრიგიდან.  ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. იყავით პუნქტუალური.

მოერიდეთ გადაჭარბებულ კრიტიკას, ენამწარობას, უმნიშვნელო დეტალების გამო წუწუნს, გადატვირთვას, დეზორიენტირებულობას, ფოკუსის არ ქონას, ბიუროკრატიზმს, შარიანობას, საკუთარ შეცდომებში სხვების დადანაშაულებას, მეწვრილმანეობას (წვრილმანებში მთავრის დავიწყებას) და ა.შ.

წარმატება გექნებათ ნებისმიერ პროფესიაში, სადაც დაგჭირდებათ ნაკლები ამბიცია, მეტი პროფესიონალიზმი და ზემოთ ხსენებული თვისებები. მაგალითად, მომსახურების სფერო, მედიცინა… მეცნიერი, მათემატიკოსი, მოჭადრაკე, ბუღალტერი, ექიმი, მედდა, დიეტოლოგი, კოსმეტოლოგი, სოციალური მუშაკი, თანაშემწე და ა.შ.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია