იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა, იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.
თქვენ მოგეთხოვებათ: სულგრძელობა, კეთილშობილება, თავდაჯერებულობა. თქვენ ლიდერი უნდა გახდეთ. ხელი უნდა შეუწყოთ ნიჭიერი ადამიანების დაწინაურებას. განივითაროთ შემოქმედებითი უნარები. ეცადეთ მოიპოვოთ ადამიანების კეთილგანწყობა. იზრუნეთ მათთვის დადებითი განწყობის შექმნისთვის. თავისუფლად გამოხატეთ თავი.
ერიდეთ ამპარტავნობას, გადაჭარბებულ პატივმოყვარეობას, მფლანგველობას, მიკერძოებულობას, საკუთარი პერსონით ტრაბახს, აზარტულ თამაშებს, სპეკულაციებს, ჭირვეულობას, წუნიობას, ექსტრემიზმს, დიქტატორობას, ავანტიურიზმს და თავის მოტყუების მცდელობას.
წარმატებული იქნება – გასართობი ბიზნესი: კლუბები, რესტორნები, კაზინოები, შოუბიზნესი, დიზაინი, მოდა, პრომოუშენი. წარმატება გექნებათ მენეჯერულ პოზიციებზეც, სცენაზეც… სარეკლამო ბიზნესში. შეიძლება გახდეთ კარგი რეჟისორი, იუველირი…
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია