იუპიტერი კირჩხიბში

0
15630

იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა,  იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.

თქვენ მოგეთხოვებათ: ყურადღებიანობა, სიფრთხილე, დაკვირვებულობა. ენდეთ თქვენს ინტუიციას, განივითარეთ წარმოსახვა,  იზრუნეთ თქვენს ოჯახზე, სამშობლოზე, საყვარელ ადამიანებზე… პატივი ეცით წინაპრებს, ფესვებს.

ერიდეთ სიძუნწეს, დამგროვებლობას, სმა-ჭამის საკითხებზე ზედმეტ გადაყოლას, ირაციონალურ მიჯაჭვულობებს, ფუჭ მეოცნებეობას, სენტიმენტალობას…

ტურიზმი, ისტორია, უძრავი ქონება და საკვები ინდუსტრია წარმატებული შეიძლება იყოს თქვენთვის. ასევე საოჯახო ბიზნესი, არტი, ლიტერატურა. ქალებზე და ბავშვებზე ზრუნვა. ზოგადად დაუცველებზე ზრუნვა.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია