იუპიტერი ტყუპებში

0
14062

იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა,  იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.

თქვენ მოგეთხოვებათ: სოციალურობა, კომუნიკაბელურობა, გონებამახვილობა, ინტელექტუალობა, ცნობისმოყვარეობა. თქვენ მარადმწვანე მოსწავლედ უნდა იქცეთ. არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის მიღება, ზრდა და განვითარება.

ერიდეთ ფამილარობას, ინტელექტუალურ სნობიზმს,  დილეტანტიზმს, დემაგოგიას, ჭორიკნობას, ენების მიტან-მოტანას, ზედაპირულობას, ტყუილებს, ნუ ეცდებით რამის მუქთად ხელში ჩაგდებას, იოლად გამოძრომას.

წარმატებული იქნება: PR, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ფოსტა, მობილური კომუნიკაციები, ჟურნალისტიკა, მთარგმნელობა, მასწავლებლობა.

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია