იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა, იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.
თქვენ მოგეთხოვებათ: სტაბილურობა, პრაქტიკულობა, მოთმინება და სიმშვიდე. მოერიდეთ სპონტანურ მოქმედებებს, რისკს. კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და მხოლოდ მაშინ გადადგით ნაბიჯი, როდესაც ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობთ. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, დაგეგმეთ და ისე იმოქმედეთ.
ერიდეთ სიხარბეს, მესაკუთრეობას, ანგარებიანობას, უსაქმურობას, სიზარმაცეს, ერთი ადგილის ტკეპნას, ფუფუნებისკენ სწრაფვას და კომფორტის ზონიდან გასვლის შიშს.
წარმატებული იქნება: საბანკო საქმე, უძრავი ქონება, არქიტექტურა, დიზაინი, სასოფლო სამეურნეო დარგი, ფერმერობა… უცნაურია, მაგრამ ხელოვნების სფეროც – მხატვრობა, მსახიობობა…
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია