იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა, იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.
თქვენ მოგეთხოვებათ: ალტრუიზმი, სიკეთე, თანაგრძნობის უნარი, ქველმოქმედებისკენ სწრაფვა, თავგანწირვა… დაინტერესდით სულიერებით, ხშირად უსმინეთ შინაგან ხმას, ენდეთ ინტუიციას. შეიყვარეთ… კონკრეტული ინდივიდები კი არა, ზოგადად, ადამიანები.
ხშირად განმარტოვდით, რომ სულიერი განტვირთვა მოახერხოთ. თავი მოარიდეთ გადაჭარბებულ ემოციებს. კარგად განვითარებული ფანტაზია შეეცადეთ პროფესიაში, ხელოვნების სფეროში დახარჯოთ. ეძიეთ სამყაროსთან ჰარმონია. დაეხმარეთ სხვებს. ხშირად უსმინეთ მუსიკას.
ერიდეთ: პასიურობას, მერყეობას, გადაწყვეტილების მიღების შიშს, ტყუილებს, განსაკუთრებით თავის მოტყუების მცდელობას, ბუტიაობას…
წარმატებას მიაღწევთ: ხელოვნებაში (განსაკუთრებით მუსიკა, პოეზია), ფსიქოლოგიაში, ფარმაკოლოგია, საქველმოქმედო ფონდებში საქმიანობა, ზღვის პროდუქტებით ვაჭრობა, მედიცინა, სასმელები…
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია