იუპიტერი მერწყულში

    0
    14333

    იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა,  იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.

    თქვენ მოგეთხოვებათ: ჰუმანურობა, ორიგინალურობა, მკვეთრად განვითარებული ინდივიდუალობა, გამომგონებლობა, სოციალურობა, დამოუკიდებლობა და რევოლუციონერობა. გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან, ცრურწმენებისგან, კონსერვატიული შეხედულებებისგან. შეხედეთ ყველაფერს ახლებური თვალით, იბრძოლეთ რეფორმებისთვის, თანასწორობისთვის, ლიბერალური იდეალებისთვის. დაამხეთ ძველი უკეთესი მომავლისთვის.  ორიენტირდით საზოგადოებრივად საჭირო მიზანზე. შეიძინეთ თანამოაზრეები, მეგობრები, პატივი ეცით კოლექტივს.

    ერიდეთ: საკუთარ ფასეულობებში, რწმენებში ჩამოუყალიბებლობას,  დემაგოგობას, ეგოცენტრიზმს, მოუწესრიგებლობას, ზედაპირულობას, ზნეობრივ პრინციპებში არამყარობას, კონფლიქტებს იდეათა შეუთავსებლობის გამო, ენამწარობას, უტოპიურობას, კრიტიკულობას.

    წარმატებული სფეროა: უახლესი ტექნოლოგიები, IT, სამეცნიერო საქმიანობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთოდ ნებისმიერი ორგანიზაციები. ასევე ასტროლოგიაც.

     

    ©  mental.ge

    ყველა უფლება დაცულია