იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა, იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც.
თქვენ მოგეთხოვებათ: პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, კეთილსინდისიერება, მიზანდასახულობა, თანმიმდევრობა. პატივი ეცით კანონს, იერარქიას. იყავით პრაქტიკული, დაისახეთ ნათელი მიზნები და შეადგინეთ ამ მიზნებისკენ მიმავალი სამოქმედო გეგმები. ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ.
ერიდეთ უკანონო საქმიანობას (განსაკუთრებით ფინანსურს), ამორალურ კავშირებს, ტიტულების, სტატუსის, თანამდებობი მოპოვების მიზნით პირფერობას, მლიქვნელობას, ფარისევლობას, ადამიანების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, დესპოტური და სასტიკი ბუნების გამოვლინებას, არასოდეს გაექცეთ ვალდებულებებს, ნუ დაარღვევთ წესრიგს,
წარმატება : საჯარო/სახელმწიფო სამსახურში, პოლიტიკაში.. შეგიძლიათ გახდეთ ბროკერი, ნოტარიუსი, არქიტექტორი…
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია