იუპიტერი ვერძში

0
2236

იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა,  იღბლის და გაფართოების. ნიშნებში მისი მდებარეობის მიხედვით, შეგიძლიათ გაარკვიოთ საკუთარ ხასიათში რა თვისებების განვითარებით შეგიძლიათ მოიპოვოთ კოსმიური კეთილგანწყობა და მფარველობა, რა შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ წარმატებას. (ყურადღება მიაქციეთ იუპიტერის სახლსაც).

თქვენ მოგეთხოვებათ პ ლიდერობა, ინიციატორობა, ენთუზიაზმი და სიმამაცე. იომეთ და ეცადეთ რქებით გაიტანოთ ყველაფერი. ,,ფარით, ან ფარზე“ – ეს უნდა იქცეს თქვენს დევიზად. გახდით თავდაჯერებული. ეცადეთ შთააგონოთ სხვები. ნურასოდეს დაკარგავთ იმედს და  ჩაიქნევთ ხელს – ოპტიმიზმის წყალობით ბევრჯერ ისეთი სიტუაციიდანაც გამოძვრებით, თავადაც რომ ვერ წარმოიდგენდით. მთავარია, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოთ თქვენი რწმენისთვის და იდეალებისთვის.

ერიდეთ ფანატიკოსობას, იმპულსურობას, უხეშობას. ნუ იქნებით გულუბრყვილო, მოუთმენელი და თავხედი.

წარმატებული სფეროები: სპორტი, სამხედრო სფერო, პოლიცია, ავტომობილები…

 

©  mental.ge

ყველა უფლება დაცულია