1. თქვენ შინაგანად ძალიან მგრძნობიარე, გულჩვილი, ადვილად მოწყვლადი ადამიანი ხართ და დაცვას საჭიროებთ. სავარაუდოდ ძალიან გიჭირთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობა და ნუ დაატანთ ძალას თავს, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ მათთან. გასაგებია, რომ ეს რთულია, რადგან ასეთი ოჯახის წევრი შეიძლება გყავდეს, თანამშრომელი, კლიენტი… ასეთ შემთხვევაში, რაიმე დამცავი რიტუალის ჩატარება აუცილებელია. როგორც კი უარყოფით ენერგიას იგრძნობთ გაიკეთეთ წარმოსახვითი ფარი – წარმოიდგინეთ, საკუთარი თავი ჭიის პარკში, რომელიც უარყოფით ენერგიას ბლოკავს, ან კიდევ თითქოს სარკეებით გარშემორტყმული ხართ და ეს სარკეები უარყოფით ენერგიას ისხლეტენ და სიყვარულად გარდაქმნილს აბრუნებენ უკან. თქვენ ძალიან დიდ პოზიტიურ ენერგიას ფლობთ და თუ ენერგიის ნაკლებობას უჩივით, ეს იმიტომ რომ სხვები სხედან თქვენს ენერგეტიკულ არხზე. ნუ გამოკვებავთ ენერგოვამპირებს. წაიკითხე სტატია: სხვების ნეგატიური ენერგიის არიდების ხერხები
თქვენ ბევრი ომი გაქვთ გადატანილი, უამრავი პრობლემა, ცხოვრებისეული სირთულეები, სტრესი, თუმცა ამან კი არ გაგტეხათ ან გაგაბოროტათ, პირიქით უფრო ბრძენ და გამოცდილ ადამიანად გაქციათ. ,,რაც არ გვკლავს გვაძლიერებს“ – წერდა ნიცშე. ჯერ კიდევ არ მოგშუშებიათ იარები, შრამებიც დაგრჩათ, მაგრამ ყველაფერი გაივლის, ყოველთვის ასე არ იქნებით. როგორც ზღვა წაშლის სილაზე ნაკვალევს, ისე წაიშლება ეს შრამებიც.
2. ხედავთ როგორი გამჭვირვალეა, როგორ ატარებს მზის სხივებს? ასე ხართ თქვენც სინათლეს ასხივებთ, ყველაფერს აძლევთ მას, ვისთანაც კონტაქტში შედიხართ. მთლიანად გაცემაზე ხართ ორიენტირებული და არსებობს საფრთხე რომ ამით ისე დაიღალოთ, სქელკანიანი და გულცივი გახდეთ.
ისწავლეთ არას თქმა. ეს გაუხეშებას არ ნიშნავს. შეგიძლიათ ისევ ანათოთ, გასცეთ, უბრალოდ ისე უნდა გასცეთ, რომ თავად არ დაზარალდეთ. თქვენ უნდა დააწესოთ ზღვარი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, საკუთარი პრობლემების და სხვისი პრობლემების გარჩევა ისწავლოთ. საჭიროა გაიაზროთ, რომ თავადაც მნიშვნელოვანი ხართ, თქვენც გჭირდებათ დახმარება, თქვენც გჭირდებათ თანადგომა საკუთარი თავის თუ სხვების და გაცემასთან ერთად მიღებაც ისწავლოთ.
იცოდით, რომ პერფექტიონისტი ხართ, სამყაროს ნაკლოვანებებით იტანჯებით. მსოფლიო სევდას დაატარებთ თან. დაკავდით ყოველდღიური საქმიანობებით, დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები, ჩამოწერეთ გეგმები და მიჰყევით მას, თუმცა იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით ვერ მოხდება. ხანდახან ცხოვრების მდინარებას უნდა გაჰყვეთ. სრულყოფილება, რომლისკენაც ასე დაუსრულებლად ისწრაფვით, ცვალებადობაშია, სრულყოფილება არასრულყოფილებაშია. საჭიროა ბალანსი! თქვენ სრულყოფილი ხართ, იმიტომ რომ ნაკლი გაქვთ, სამყარო სრულყოფილია მთელი თავისი ნაკლოვანებებით. ,,რა იქნებოდა შენი ნათელი, ჩემი ბნელის გარეშე?“ ხომ გახსოვთ? ეცადეთ, ისწრაფოთ უკეთესობისკენ და არა სრულყოფილებისკენ. ასე უფრო მარტივად მოგეჩვენებათ ყველაფერი.
3. ეს ნიჟარა თუ აირჩიეთ, ესე იგი ზედმეტი რაღაცეებისგან გათავისუფლების დრო მოვიდა: მავნე ჩვევებისგან, მავნე ადამიანებისგან, მავნე ფიქრებისგან… მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ. არ თქვათ, რომ ადამიანები არ იცვლებიან, შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ საკმარისად არ ვინდომებთ.
აიღეთ საკუთარი ცხოვრების სადავეები ხელში, ეს თქვენი ცხოვრებაა და ის საკუთარი გემოვნებით უნდა ააშენოთ, სხვების იმედად ნუ იქნებით. იცით იმ სპილოების ამბავი ერთი ციცქნა ჯაჭვებით რომ იყვნენ დაბმული და არც ცდილობდნენ თავის დაღწევას, რადგან სპლიყვობისას სცადეს და არ გამოუვიდათ? თქვენც ასე ხართ, ბავშვობისგან გამოყოლილი ტრავმებით ხელფეხშეკრული. გათავისუფლდით წარსულისგან, აპატიეთ სხვებსაც, საკუთარ თავსაც და გადადით შემდეგ ეტაპზე.
გულში ბევრი წყენა გაქვთ დაგროვილი, ამოიტანეთ ზედაპირზე, გამოხატეთ. შეიძლება აქამდეც გამოხატავდით, მაგრამ გამოხატავდით ნაწყენის, გაბრაზებულის, გაღიზიანებულის პოზიციიდან და არა სიყვარულით. სთხოვეთ სამყაროს, ანგელოზებს, ღმერთს, რისიც გწამთ, დახმარება საკუთარ გულთან დაგაბრუნოთ, სიყვარულით აგავსოთ. თქვენ გულგატეხილი ხართ, მაგრამ მაინც მშვენიერი, დაბრუნდით ნიჟარის წიაღში, დაუბრუნდით საკუთარ რეალურ არსს და რაც გარეთ ხდება, საერთოდ ვეღარ შეგეხებათ.
Dare.ge
Comments are closed.