ტესტის შედეგები

0
5952
  1. შემოდგომის მინდორი და ნაზი ნიავი. თქვენ სულიერად განვითარებული ადამიანი ბრძანდებით. მარტოობა მოგწონთ და საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრება, საკუთარ თავში ჩაღრმავება.

მესიჯი: ცხოვრება ხან ისეთია, ხან ასეთი. არის მომენტები, როცა თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, არის მომენტები, როცა გვიჭირს. როცა ერთი მედლის ორივე მხარის დანახვას შეძლებთ, მაშინ მიხვდებით, რა არის ნამდვილი ბედნიერება. გაეცით და ნუ იფიქრებთ იმაზე, დაგიბრუნდებათ თუ არა ოდესმე უკან, ,,ის აუცილებლად დაბრუნდება დღეს ხვალ ან შემდეგ ცხოვრებაში. ეს კოსმიური კანონია“. ნებისმიერი სიტუაცია მიიღეთ როგორც გამოწვევა და როგორც გაკვეთილი, არა როგორც სასჯელი.

დროა საკუთარ ემოციურ მდგომარეობას უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ. თქვენ უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ  ზედაპირზე ამოიტანოთ ოდესღაც გულის სიღრმეში გაცნობიერების გარეშე ჩამარხული წყენები, ტკივილები, ტრავმები, რომელთათვისაც აქამდე თვალის გასწორება არ გსურდათ, თუმცა დისკომფორტს გრძნობდით. ყველაფერი ხელახლა უნდა გადაიაზროთ, ხელახლა იგრძნოთ და გაუშვათ. საკუთარი თავის დალაგებისთვის შესანიშნავი პერიოდი გიდგათ, გათავისუფლდით.

 

  1. თქვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს გარემო, ძალიან ადვილად ეცემით სულით, თუმცა ასევე ადვილად შეგიძლიათ წამოდგეთ.

მესიჯი: დროა ბოლო მოუღოთ შიშებს და რეალური ნაბიჯები გადადგათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თქვენ რაღაცის შესახებ მერყეობთ, მაგრამ რაც არ უნდ აიყოს ეს, დაიმახსოვრეთ, ყოველთვის არსებობს პრობლემების მოგვარების პოზიტიური საშუალებაც. ასწითე თავი და წინ გაიხედეთ, ზემოთ აიხედეთ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რას უყუროთ ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას თუ ასფალტს. თქვენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ, უბრალოდ თავდაჯერება გაკლიათ. თქვენი ძლიერი მხარე თქვენი გონებაა, სუსტი მხარე კი ემოციურობა. არ არის საჭირო ამდენი დარდი, იგი თქვენს შემოქმედებით უნარებს აქვეითებს, პიროვნულ დონეზე განგრევთ.

ყოველთვის როცა ძალიან ცუდად იგრძნობთ თავს, დაიმახსოვრეთ – ,,ესეც გაივლის“. ყველაფერი იცვლება და თუ მოინდომებთ და რეალურ ნაბიჯებს გადადგამთ ტრანსფორმაციისთვის, მთელი სამყარო დაგიდგებათ გვერდით.

 

  1. თქვენ ძალიან სოციალური ადამიანი ხართ, შემოქმედებითი ნიჭით სავსე. გიყვართ ხალხი და ყურადღების ცენტრში ყოფნა.

მესიჯი: თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი კრეატივის წყარო ხალხი, ხმაური და პერფომანსია, თუმცა მთლად ასეც არ არის. ხელშეუხებელი ბუნება, ბუნებრივი გარემო  – აი, თქვენი შემოქმედებით ენერგიის სათავე. ცხოვრების ამ ეტაპზე იწყება თქვენი ბუნებასთან კავშირის გაცნობიერება და ამ გზით საკუთარ თავზე გასვლა. ახლა მთავარია მოახერხოთ ჯანსაღი ბალანსის პოვნა სამსახურს, ოჯახს, პირად ცხოვრებასა თუ მეგობრებს შორის. თუკი დაგეუფლებათ გზააბნეულობის განცდა, ბუნებაში გადით. ბუნება შემოქმედია, ბუნება სახლია.

შემოქმედებითად ცხოვრების ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი თავის ყოველდღე გამოხატვა. ნუ შეგეშინდებათ გარეთ გამოტანის: გემღერებათ? – იმღერეთ. მთელი ხმით და მთელი გატაცებით. ცეკვა გინდათ? იცეკვეთ! თუნდაც ქუჩაში… წარმოიდგინეთ ბუნებას რომ ყვავილების გამოჩენისა შერცხვეს… ნუ უღალატებთ საკუთარ ბუნებას. ,,იყავით თქვენი თავი. ყველა სხვა დაკავებულია“

  1. სიწყნარე, სიმშვიდე… მთელი თქვენი სხეული, თქვენი გონება დასვენებას ითხოვს. თქვენ გადაღლილი ხართ, სულიერი სიმშვიდისკენ მიილტვით.

მესიჯი: დროა საკუთარ გულს მოუსმინოთ, მან ყველაზე კარგად იცის, რა გჭირდებათ. როცა შინაგანი ხმის მიხედვით დაიწყებთ ცხოვრებას, სულიერად ძალიან გაძლიერდებით და უფრო მეტ კავშირსაც იგრძნობთ გარესამყაროსთან. ყველაფერი ენერგიაა და ყველაფერი კავშირშია. ნუ შეიტანთ ეჭვს თქვენი ინტუიციის მიერ გამოგზავნილ მესიჯებში. ისინი არასოდეს ცდებიან. სამყარო ნიშნებს გაძლევთ, უბრალოდ უნდა გაიხსნათ და მისი წაკითხვა არ დაიზაროთ.

გათავისუფლდით შიშებისგან, ფორიაქისგან. სულში დასადგურებული არეულობა და ქაოსი საშინლად გღლით და ვერაფერს ვეღარ ართმევთ თავს. ჯერ დალაგდით, დამშვიდდით, საკუთარ თავში დაალაგეთ და მერე ირგვლივაც ყველაფერი დალაგდება. თქვენ განტვირთვა, დასვენება და საკთარ თავში გარკვევა გესაჭიროებათ.

გაფრთხილება – შეცდომაში ხშირად შეყავხართ ლოგიკას და  თუკი ინტუიციას არ დაუჯერებთ, ყოველთვის არასწორი მიმართულებით ივლით.

 

  1. მშვენიერი შემოდგომის ფოთლები. ბუნება ფერხ იცვლის, ბუნება ახალ ეტაპზე გადადის.

მესიჯი: რაღაცებისგან გათავისუფლება მოგიწევთ. რაღაც მთელს ენერგიას გართმევთ, ძილის რეჟიმს გირღვევთ და გფიტავთ. მოიხსენით პასუხისმგებლობა და სხვებსაც გადააბარეთ ეს საქმე, თავად კი  დაფიქრდით სინამდვილეში რის კეთება გინდათ. სად, რომელ სფეროში გრძნობთ თავს ბედნიერად, რეალიზებულად, რა საქმიანობა განიჭებთ სიხარულს? ეს აუცილებელია შინაგანი ბალანსის აღდგენისთვის. გაჭედილი ხართ თითქოს და მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებთ რაღაცას, რაც თქვენს ჯანმრთელობას ანადგურებს. ითხოვეთ დახმარება, მიეცით სხვებს თქვენი დახმარების საშუალება.

დაკავდით რამე შემოქმედებითი საქმიანობით, ისეთი საქმით, რომელთანაც შინაგანად კავშირს გრძნობთ. მიჰყევით გულის კარნახს, რას გააკეთებდით, თავად რომ ირჩევდეთ საქმიანობის სფეროს? თქვენ თავად ირჩევთ მას. არასოდეს არის გვიან. გოგენმა მხატვრობა 28 წლის ასაკში გადაწყვიტა.

  1. თქვენ ძალიან ძველი სული ხართ, რომელსაც უფრო მეტი თავისუფალი სივრცე და დრო სჭირდება საკუთარი თავისთვის.

მესიჯი: იცოდეთ, რომ ვიღაცას უყვარხართ. თუნდაც არავინ გეუბნებოდეთ ამას, ეს ასეა. თქვენ მთელს სამყაროს უყვარხართ. თუკი მარტოდ გრძნობთ თავს და გაქვთ შეგრძნება რომ ვერ გიგებენ. სასოს ნუ წარიკვეთთ. ენერგია შემოქმედებაა, შემოქმედება სიყვარულია, შემოქმედება ხართ თქვენ. თუკი სიყვარულს გააგზავნით, სიყვარულს მიიღებთ. შეიყვარეთ ადამიანები, შეიყვარეთ ყველა და ყველაფერი: ხეები, მცენარეები, ცხოველები… ყველაფერი ვიბრირებს, რა ემოციითაც ხართ სავსე, რა იმპულსებსაც აგზავნით, იგივე იღებთ.

როცა თქვენი ქმედებების განმსაზღვრელი შინაგანი ცოდნა და ნდობა იქნება, უფრო მაღალ ვიბრაციაზე ახვალთ. ვიბრაციის ეს დონე ცხოვრების ყველა სფეროში სასიკეთო ცვლილებებს იწვევს.

  1. თქვენ დაცულობის შეგრძნება მოგწონთ, სიმშვიდე, სტაბილურობა და იშვიათად უხვევთ არჩეული გზიდან

შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მოწმენდილ ცაზე შტორმის არავითარი ნიშანი არ შეინიშნება. თქვენ ენერგიით ხართ სავსე და გიდგათ პერიოდი, როცა ყველაფერი გამოგივათ, მთავარია სცადოთ. მთავარია გაერკვიოთ რა გსურთ: სიყვარული? ჯანმრთელობა? მატერიალური კეთილდღეობა? ცხოვრებაში ისე ი არ ხდება, როგორც გვგონია, რომ გვინდა ხდებოდეს, ისე ხდება, როგორც სინამდვილეში გვინდა, უბრალოდ  ხშირად ვერ ვაცნობიერებთ საკუთარ სურვილებს.  როცა გავაცნობიერებთ, როცა მთელი არსებით ვიგრძნობთ რა გვსურს, აუცილებლად მოგვეცემა.

საკუთარ სურვილებში რომ გაერკვევით, სამყაროსაც სწორ დაკვეთას მისცემთ, სწორ მესიჯს გააგზავნით და ის აუცილებლად მოგისმენთ. თქვენი ცხოვრება თქვენი ფიქრების, ემოციებისა და ნების მანიფესტაციაა. უნდა გაერკვეთ და უნდა დაკონკრეტდეთ.

  1. თქვენ ცოტა პრობლემური ადამიანი ხართ, რაღაცეების ართულებთ ხოლმე გარესამყაროსთან ურთიერთობაში.

მესიჯი: ცოტა მეტი ღიაობა გმართებთ სხვა ადამიანების აზრების მიღებისადმი. მოსმენა უნდა ისწავლოთ, გაგება და კომპრომისი. სამყარო შავად და თეთრად არ იყოფა. ამქვეყნად არ არის მხოლოდ ორი  – სწორი და არასწორი გზა. ცალსახად ცუდი და კარგი მხოლოდ იაფფასიან ფილმებში არსებობს, თქვენ სიტუაციის, ადამიანები, იდეების, აზრების და საერთოდ ცხოვრების სხვადასხვა კუთხიდან დანახვა უნდა შეძლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. მხოლოდ ასე მოახერხებთ შედარებით სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი იყოთ. სიტუაცია, როგორც მშვენიერი არტ-ნამუშევარი ისე უნდა შეაფასოთ და არა როგორც საშინელი პრობლემა.

საკუთარი ეგოდან გამოსვლა და სხვებთან კავშირის დამყარება გჭირდებათ, მხოლოდ მათი მეშვეობით მოახერხებთ ამ ცხოვრებაში გარკვევას, მასში ჩაწვდომას. ისწავლეთ რჩევების მიღება და გათვალისწინება, როგორც საქმიან ასევე პირად ფრონტზე.

  1. ეს ფოტო კმაყოფილების სიმბოლოა. თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც იცის კარგი ცხოვრების ფასი. მოგწონთ დაგეგმილი ცხოვრება და მუდამ საქმეში ხართ გართული. ეს კარგია, თუმცა ხანდახან ისე იციკლებით ყოველდღიურობაზე, ცხოვრებას არ აძლევთ საშუალებას თავისი მიმართულებით იდინოს.

მესიჯი: ცოტა მოეშვით. არ არის საჭირო ყველაფერს აკონტროლებდეთ, ყველა ნაბიჯი წინასწარ იცოდეთ. მიეცით ცხოვრებას საშუალება მთელი თავის მოულოდნელობებით გადაიშალოს თქვენ წინაშე, მიეცით მოვლენებს საუშუალება მოხდნენ. ნუ იდარდებთ იმაზე, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი, როგორ უნდა მოიქცეთ. ხანდახან დინებამ უკეთ იცის საით უნდა წაგიღოთ. როცა ნერვიულობთ, განიცდით და გეშინიათ, თავადვე იქმნით დაბრკოლებებს. მიეცით თავს უფლება მიიღოს ფაქტი, რომ ბოლომდე ყველაფერს ვერ მართავთ. კი ნუ გეგმავთ ცხოვრებას, უბრალოდ იცხოვრეთ. როცა ამას მოახერხებთ, ყველაფერი დალაგდება.

როგორი რთულიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ცხოვრება ხანდახან, არასოდეს დანებდეთ. საუკეთესო დღე თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ხვალაც კი იყოს. ყველა ქმნილება სხვადასხვა ეტაპს გადის. ყვავილმა სიბნელე უნდა გაიაროს სინათლეზე რომ მოხვდეს. არ არის ამის ტრაგიკულად განცდა საჭირო. ცხოვრება გარდაქმნებია. ,,რასაც მუხლუხო სამყაროს დასასრულს ეძახის, ოსტატი პეპელას უწოდებს მას!“