ტესტის შედეგები

1
4521

თუ თქვენი ხელები ერთმანეთს მოშორებულია – იმხელა ფანტაზია და ისეთი ძლიერი წარმოსახვის უნარი გქონიათ, ხანდახან გიჭირთ მიხვდეთ ,,სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება”. თქვენ ძალიან შემოქმედებითი ნატურა ხართ და როცა შემოქმედებით პროცესში ხართ ჩართული, დრო თქვენთვის არსებობას წყვეტს, საერთოდ აღარ გაინტერესებთ რა ხდება ირგვლივ.  სხვები ხანდახან შეიძლება გეუბნებოდნენ, რომ ღრუბლებში დაფრინავთ, მაგრამ რეალურად ისინიც ძალიან კრეატიულ და ნიჭიერ ადამიანად მიგიჩნევენ. თქვენ გიყვართ თავგადასავლები და ოცნება, რადგან ისინი ძალიან გერეალურებათ. ,,წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრეს ცოდნა” – ამბობდა ერთი გენიოსი. ასეც გააგრძელეთ, მაგრამ მთლად ბუშტებსაც ნუ გაჰყვებით.

თუ თქვენი ხელები ისევ ერთ სიმაღლეზეა – რაციონალური ადამიანი ბრძანდებით. ინტუიციაზე მეტად ლოგიკას ენდობით და ყველა სიტუაციაში საღი აზრის მომხრე ხართ. თქვენი მოსაზრებები ყოველთვის არგუმენტირებულია, თქვენი გადაწყვეტილებები დასაბუთებული და საზოგადოებაც ძალიან ჭკვიან და აზრის საკითხავ ადამიანად გთვლით. თქვენთვის ფანტასტიკა ფანტასტიკის ჟანრია და რეალობის შეგრძნებას არასდროს კარგავთ. ცხოვრებაშიც პრაქტიკული მიზნები გაქვთ, დეტალებზე ხართ ორიენტირებული და საკუთარ თავზე მუშაობით აპირებთ ამ მიზნებამდე მისვლას. ეს შესანიშნავია, მაგრამ გაითვალისწინეთ მაინც ,,ლოგიკა მიგიყვანს ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, წარმოსახვა კი ყველგან”. ასე რომ სინთეზი ყველაზე კარგი გამოსავალია.

Comments are closed.