აირჩიე კრისტალი – შედეგები

2
7254

 

  1. ხავსიანი აგატი

ძალიან გადაღლილი ხართ, შესაძლოა ზედმეტი ფიზიკური ან გონებრივი ძალისხმევის შედეგად, ან ეგებ ემოციური გადატვირთვაც გქონდათ. თქვენ განტვირთვას ეძებთ, სტრესისგან გათავისუფლება გსურთ, დაძაბულობისგან. ყველა, ვინც ამ ქვას ირჩევს შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს  ამას, იმდენად იყოს ჩაბმული ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების მარათონში. თქვენს სხეულს, თქვენს გონებას დასვენება სჭირდება, ვალდებულებების მძიმე ტვირთის ცოტა ხნით მოხსნა და რელაქსი.  ამისთვის საუკეთესო საშუალება ბუნებაში გასვლაა. ხავსიანი აგატი ხეებთან, ხავსთან, ბალახთან ასოცირდება… ეს სამყაროს ენერგიაა.. ბუნებასთან ზიარებით თქვენ ამ ენერგიას ეზიარებით, თითქოს უხილავი ძალა წონასწორობის აღსადგენ ენერგიას ტალღებად აგზავნის თქვენს ყველა უჯრედში. ხავსიანი აგატი გამოჯანმრთელების ქვაა, შეიძლება რამე ავადმყოფობა (შეიძლება დეპრესიაც) გადაიტანეთ და იმიტომ ხართ ასე დასუსტებული.

p.s. ეს ქვა წარმატების ქვაცაა ყველაფერთან ერთად, კეთილდღეობას იზიდავს და იღბალს. შეგიძლიათ სამსახურში, სამუშაო მაგიდაზეც დაიდოთ ფინანსების მოსაზიდად.

  1. ვეფხვის თვალი

შესაძლოა უკანასკნელ ხანებში ძალიან უსამართლოდ გექცეოდნენ, თუმცა თქვენ არ გაბოროტებულხართ და გეყოთ ადამიანობა უბრალოდ სხვა ეტაპზე გადასულიყავით. თქვენ წარსულში გული გატკინეს, ცოტა ბზარებიც შეიძლება გქონდეთ შემორჩენილი, მაგრამ ამ ყველაფრისთვის საშუალება არ მიგიციათ პიროვნულად დაემახინჯებინეთ. გულში ისევ სინათლე გაქვთ. ამ ქვის არჩევით თქვენ სამყაროს ეუბნებით: მე მზად ვარ ყველაფრის თავიდან დაწყებისთვის და სამყაროც აუცილებლად მოგისმენთ. თქვენ უზარმაზარ ძალას იზიდავთ, ნებისყოფის ძალას, რომლითაც ყველა იმ საკითხის გადაჭრას და მოგვარებას მოახერხებთ, აქამდე რომ გაწუხებდათ. თქვენ ამისთვის მზად ხართ. შიში გაქრება, თითქოს კოსმიური განწმენდა მოხდაო და ენთუზიაზმით ივსებით. თქვენთან თავდაჯერება და სამყაროს თანადგომა მოდის.

p.s.  ეს ქვა მათთვის, ვინც სულიერი გამოღვიძების გზაზე დგას, ნიშნავს რომ ახლოს არის ერთარსებასთან კავშირის დასამყარებლად.

        3.  სერპენტინი

ეს მედიტაციის ქვაა, თუ ის აირჩიეთ, ნიშნავს რომ უმაღლესი ძალები ცდილობენ თქვენთან კავშირზე გამოსვლას. მათ სურთ რომ მედიტაცია გასწავლონ, ან თუკი უკვე დგახართ საკუთარ თავში ჩაღრმავების გზაზე, თქვენი უნარები გააუმჯობესონ. სერპენტინი შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება ადამიანს და ცხოვრებისეულ მიზნების გარკვევაში. თქვენ სულიერი აღმოჩენების გზაზე დგახართ, თქვენი ინტუიცია იხსნება, შინაგანი ხმა საუბარს იწყებს და ამისთვის ყურადღების არ მიქცევა არაფრით შეიძლება, იცოდეთ, განძზე იტყვით უარს. გვერდზე გადადეთ ამგვარი სახის ეჭვები: ,,ვინ ვარ, რომ თავი ასეთი პატივის ღირსად ჩავთვალო, რომ ასეთი განსაკუთრებული მეგონოს თავი?“ ეს შეკითხვა ყველას დაუსვამს ცხოვრებაში, რომელ საფეხურზეც არ უნდა იდგეს, რაც არ უნდა განსაკუთრებული იყოს და როგორ ღირებულ საქმესაც არ უნდა აკეთებდეს. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ამავე დროს განსაკუთრებულები. ჩვენში ყველაშია ღვთაებრივი, უბრალოდ ზოგი უფრო ადრე ვიაზრებთ ამას, ზოგი უფრო გვიან. თქვენ ახლა შანსი გეძლევათ მისი აღმოჩენის, თუმცა არჩევანი თქვენზეა მოუსმენთ მას, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ.

p.s.  ეს ქვა დედებსაც ეხმარება ძუძუთი კვების პრობლემების მოგვარებაში. შეუძლიათ ატარონ იმათაც, ვისაც თირკმელების ან კუჭის პრობლემები აქვთ.

  1. როდონიტი

გულთან დაკავშირებული პრობლემები გქონდათ? როდონიტი გულის ჩაკრას ააქტიურებს, ტკივილს , შოკს, ბრაზს, შიშს კურნავს. იგი ურთიერთობების ქვაცაა, ეჭვიან ადამიანებს ურჩევენ ხოლმე მის ტარებას, რომ სიმშვიდე ჰპოვონ და სილამაზე სიყვარულში. იგი ამშვიდებს და აბალანსებს. თუკი ცხოვრებასთან გამკლავება გიჭირთ, ნუ შეგეშინდებათ. თქვენ გვერდით მთელი სამყაროა, მფარველი ანგელოზი თქვენ დახმარების ხელს გიწვდით, მთავარია წონასწორობის აღდგენა მოხერხოთ.

p.s. ეს ფარული ტალანტების გახსნის ქვაცაა. შესაძლოა თქვენ რაიმე ფარულ ნიჭს ფლობთ, რომლიც სააშკარაოზე გამოტანის დრო დადგა. თუკი ჯერ არ გაქვთ ეს გაცნობიერებული, ეცადეთ აღმოაჩინოთ, ეცადეთ გამოავლინოთ, მისი რეალიზება მოახდინოთ. აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.  ერთადერთი რისიც უნდა გეშინოდეთ, არაფრის კეთებაა.

 

ცისფერი ანგელიტი

ეს ჭეშმარიტების ქვაა, ტელეპატიის, მფარველ ანგელოზთან (დამხმარე სულებთან)  კავშირის დამყარების. თუ თქვენ ეს ქვა აირჩიეთ, მიხვდებით რაზეც ვლაპარაკობთ, თქვენ ეს ხმები გესმით და ეს უბრალოდ დასტურია.

ისინი სხვების სამსახურში დგომისკენ მოგიწოდებენ. თქვენ ადამიანებს უნდა დაეხმაროთ და დახმარების უამრავი საშუალებაა: განკურნება, სწავლება, შთაგონება, წახალისება, დაცვა, მხარდაჭერა, უბრალოდ გვერდში დგომა და სულიერი გამხნევება… თქვენ ამისთვის ხართ აქ! როცა სხვებზე ზრუნვას დაიწყებთ, ყველაფერი დალაგდება, პირადი ურთიერთობებიც, ოჯახური პრობლემებიც და თქვენში ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე დაისადგურებს. დროა საკუთარი მოთხოვნილებები გვერდზე გადადოთ და სხვების საჭიროებებზე იფიქროთ. თუკი თქვენ იზრუნებთ სამყაროზე, სამყაროც იზრუნებს თქვენზე. თქვენთვის უამრავი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, იღბალი და წარმატება. ნუღარ დაელოდებით დაწყებისთვის ხელსაყრელ დროს, ეს უკვე ნიშანია.

მსგავსი ტესტები : აირჩიე კრისტალი 

აირჩიე კრისტალი – შენთვის სამყაროსგან წერილია

აირჩიე კრისტალი და გაიგე ცხოვრების რა ეტაპზე ხარ

 

დეარ.ჯის თქვენ უყვარხართ!

Comments are closed.