აირჩიე კარი – ტესტის პასუხი

1
1218
  1. თქვენი გზა გათავისუფლების გზაა, განმანთავისუფლებლის გზა. თქვენ მეამბოხე ხართ და რევოლუციონერი, თუმცა პასიური რევოლუციონერი. სისხლისსღვრისა და კონფრონტაციის გარეშე. გჭირდებათ სრული დამოუკიდებლობა და უზარმაზარი თავისუფალი სივრცე. თქვენ თავად ხართ თქვენი ცხოვრების შემოქმედი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავთ და პრობლემის გადაჭრის უამრავი გზიდან საუკეთესოს არჩევთ. არ გიყვართ როცა გაჩქარებენ და იცით როგორ გამოიყენოთ დრო თქვენს სასარგებლოდ. თქვენ იცით როგორ დატკბეთ ცხოვრებით და ძალიან ბევრს მიაღწევთ.

 

  1. თქვენი გზა მარტოსული ადამიანის გზაა. ეს თქვენი სამყაროა, სადაც უცხო ადამიანებს არაფერი ესაქმებათ. თქვენ მოგწონთ მარტოობა და საკუთარ თავთან დარჩენა. თქვენ მარტო მოგზაურობთ, მარტო სწავლობთ, მარტო პოულობთ გზას და არავითარ შემთხვევაში არავის გამო არ ღალატობთ ამ გზას. მართალია მეგობრები გიყვართ, მაგრამ მათ თავისი ადგილი აქვთ. შეიძლება ცოტათი ეგოისტად ეჩვენებით ადამიანებს, მაგრამ სამაგიეროდ მათგან განსხვავებით თქვენ აუცილებლად მოახერხებთ იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით.

 

  1. ეს პოზიტივით სავსე ცხოვრების გზაა. თქვენ ვერ იტანთ მოწყენილობას, სევდას, რომელიც ასე უშლის ადამიანებს ხელს ბოლომდე იგრძნონ ბედნიერება, გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა და ცდილობთ ამით თქვენი და სხვა ადამიანების ცხოვრება გაალამაზოთ, ამიტომ წინ უამრავი, ფერად-ფერადი თავგადასავალი და პოზიტივით სავსე ცხოვრება გელოდებათ. თქვენ სამყაროს ადამიანი ხართ, სილამაზის მოტრფიალე და მარადიული მოსწავლე. გიყვართ ლაპარაკი, უამრავი კითხვა გაქვთ, უამრავი პასუხი  და მაინც სულ მუდამ ღია ხართ ახალი ინფორმაციისთვის.  თქვენ მიგაჩნიათ რომ გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულების ადგილი, ამიტომ მრავალფეროვანი გზა გელოდებათ წინ.

 

  1. ეს მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრების გზაა. თქვენ გამუდმებით შეუცნობელისკენ ისწრაფვით, მძაფრი შეგრძნებებისკენ,  არასოდეს კმაყოფილდებით ზედაპირით და სულ სიღრმეებისკენ მიგიწევთ გული. დაუფიქრებლად გადაეშვებით ხოლმე მთელი არსებით რაღაცაში და შედეგებზე ამ შედეგებთან შეჯახებისას ფიქრობთ მხოლოდ. სულ რაღაც ახლის გასინჯვისკენ მიგიწევთ გული, ამიტომ წინ არაპროგნოზირებადი და ცოტა საშიში გზა გაქვთ, გზა, რომლიდანაც ბევრჯერ გადაუხვევთ.  თქვენ წესების დამრღვევი ხართ,  დაუდევარი, რისკიანი. სპონტანური, დაუფიქრებელი და ცოტა შერეკილიც, მაგრამ დედამიწაზე ისეთ მაგარ დროს გაატარებთ, ჯერ რომ არ გაუტარებია არავის.

 

  1. თქვენი მშვიდობისმოყვარე ადამიანის გზაა. თქვენთვის უმნიშვნელოვანესია სილამაზე, მშვიდობა და სამყაროსთან ჰარმონიული არსებობა. თქვენი გული ღიაა ყველა მსურველისთვის, მასში ნებისმიერი ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი. თქვენ მოგწონთ სიცოცხლე და არავის მისცემთ უფლებას სულიერი სიმშვიდე დაგირღვიოთ. თქვენ სტაბილური ადამიანი ხართ. არ გიყვართ სიურპრიზები და გიყვართ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდება, ამიტომ თქვენი გზაც წინასწარგანსაზღვრული, გარკვეული და სასიამოვნო იქნება. თქვენ იცით, რომ ცხოვრება ისედაც რთულია და მისი კიდევ უფრო გართულება არ ღირს, ამიტომ მას იმარტივებთ და ცდილობთ თქვენს საყვარელ ადამიანებსაც გაუმარტივოთ.

 

  1. ეს ფილოსოფოსი ადამიანის გზაა. თქვენ სიწყნარე გიყვართ, უბრალოება და არავის აწუხებთ თქვენი არსებობით. ისე შეგიძლიათ გაატაროთ მარტოობაში დრო, საერთოდ არ იგრძნოთ თავი მარტოდ. თქვენ ცხოვრების აზრს ეძებთ და ცოტა ფილოსოფოსი ბრძანდებით. მიგაჩნიათ რომ ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, შეიცნობს მთელს სამყაროსაც. თქვენ გიყვართ ადამიანები, მაგრამ არ გიყვართ ბრბო. თქვენ საკუთარ თავს ეძებს და ,,ვინც ეძებს, ის პოულობსო“ როგორც იტყვიან.

 

ჩვენ გისურვებთ გევლოთ თქვენი ცხოვრების გზაზე <3

 

 

Comments are closed.