- ამ შეკითხვაზე პასუხი თქვენი ოცნების ადგილია. თუკი პალმებს და ტროპიკულ მცენარებს ხედავთ, ცხელ ტროპიკულ ქვეყანაში ცხოვრება შეგეფერებათ, თუკი წვიმა, ნისლი და სიმწვანეა ეგებ ინგლისზეც ოცნებობდეთ.
- ეს შეკითხვა თქვენს დამოკიდებულებას ავლენს საკუთარ სხეულთან მიმართებაში. თუკი თქვენ შიშველი, ან ნახევრადშიშველი გამოირიყეთ, მაშინ საკუთარ სხეულთან ჯანსაღი დამოკიდებულება გაქვთ, არავითარი კომპლექსები არ გაწუხებთ და პირიქით, თუკი ბოლომდე შემოსილი გამოგრიყათ წყალმა, ესე იგი ცოტა კონსერვატული ხართ
- ეს თქვენი შეხედულებაა ცხოვრებაზე. თუკი თქვენ სიმწვანეში ჩაფლული, ფლორით მდიდარი კუნძული წარმოიდგინეთ, მაშინ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გქონიათ და პირიქით, თუკი უდაბური, ხრიოკი ადგილი წარმოიდგინეთ, მაშინ ცხოვრებასაც ასე უბადრუკად აღიქვამთ.
- ეს თქვენი პრიორიტეტებია, რაც ფაქტობრივად განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას. თუკი თქვენ პირველი სხვა გადარჩენილების მოძიებას იწყებთ, ესე იგი ძალიან მზრუნველი ბუნების ადამიანი ხართ. თქვენს ცხოვრებაში სხვები უფრო მეტ ადგილს იკავებენ, ვიდრე თავად თქვენ. თუკი საჭმლის, ან სასმლის ძებნას შეუდექით, ესე იგი უფრო საკუთარ თავზე ხართ მოტივირებული. ,,ჯერ თავოო, მერე სხვაოო.“
- ეს შეკითხვა თქვენს ცხოვრებისეული გზისა და მიზნების შესახებაა. თუკი რთულ და გაუკვალავ გზას ირჩევთ, სადაც უამრავი დაბრკოლება გხვდებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება, მუდამ პრობლემები გაქვთ და მთელს ცხოვრებას ასე ყოველდღიური ახალ ახალი პრობლემების მოგვარებაში ატარებთ, არ გაქვთ კონკრეტული მიზანი და არ გაქვთ არჩეული ამ მიზნისკენ მიმავალი გზა, მიყვაბით დინებას და არ იცით საით წაგიღებთ იგი. თუკი გაკვალული გზა ნახეთ, ნიშნებით და პირდაპირ დანიშნულების პუნქტისკენ მიმავალი, მაშინ თქვენ იცით რა გსურთ და ისიც იცით, როგორ მიაღწიოთ ამას.
- ეს თქვენი მოლოდინებია. რა გჭირდებათ? სტანდარტული, მარტივი, ბანალური რამეები, თუ რაიმე ექსტრავაგანტული, უცნაური? სიდიდე მოთხოვნილებებია? ბევრს ითხოვთ? ვილა თუ დაგხვდათ – სიმდიდრე, ფუფუნება გსურთ, ქოხი – სიმყუდროვე და უბრალოება და ა.შ.
- სახლში შესვლა ბარიერის გადალახვაა. იმაზე მიუთითებს როგორ უმკლავდებით დაბრკოლებებს. კარი დაკეტილი თუ გხვდებათ, მაშინ მიგაჩნიათ რომ დიდად არ გიმართლებთ და სულ საწვალებელი გიხდებათ ყველაფერი. თუკი მაინც ახერხებთ შესვლას, ესე იგი დაბრკოლებების მიუხედავად ახერხებთ მიზნის მიღწევას, თუკი უკან ბრუნდებით, ესე იგი ადვილად გჩვევიათ ხელის ჩაქნევა. თუ ღია დაგხვდათ ბედის ნებიერა ყოფილხართ.
- ინტერიერიც თქვენი ცხოვრების სტრუქტურას აღწერს. თუკი ბევრი ოთახია ესე იგი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვთ, თუკი ოთახების სიმწირეა, მაშინ პირიქით მოსაწყენი და ერთფეროვანი გეჩვენებათ. კედლები, ავეჯი ყველაფერი ცხოვრების თქვენეული აღქმაა. მწირი ავეჯი, ცარიელი კედლები მიუთითებს რომ ძალიან უინტერესო ცხოვრებით ცხოვრობთ, თუკი მდიდრული ოთახებია, კედლებზე ძვირფასი ჩუქურთმებით ან ნახატებით, ესე იგი მდიდარი ცხოვრება გაქვთ.
- ეს თქვენი შეხედულებებია სექსზე. თუკი წყალში ჩახტით, ან დალიეთ, ესე იგი ძალიან მგრძნობიარე ხართ და სექსიც მოგწონთ, თუ შიგნით შესვლას უფრთხით, ესე იგი ბევრი კომპლექსები გაქვთ.
- უკანასკნელი შეკითხვა სიკვდილზეა. თუკი კედელი დაუძლეველ დაბრკოლებად აღგემართათ წინ, ესე იგი სიკვდილის ძალიან გეშინიათ. თუკი მასზე აძრომა და გადასვლა მოახერხეთ, ესე იგი ჯანსაღი დამოკიდებულება გაქვთ – საინტერესოა რა იქნება ამ კედლის მიღმა!
Comments are closed.