- გზა თქვენი სიყვარულთან დამოკიდებულებაა. თუკი მოკლე გზას არჩევთ, მაშინ ძალიან სწრაფად და ადვილად გიყვარდებათ. თუკი გრძელი გზით გადაწყვიტეთ წასვლა, სიყვარულის მორევში თავით გადაშვება გიჭირთ. თქვენ დრო გჭირდებათ შეყვარებისთვის და იმის გასაცნობიერებლად, რომ გიყვართ.
- ვარდები ურთიერთობაში გაცემისა და მიღების ინდიკატორია. თეთრი ვარდები თქვენი მოლოდინებია, თუ რამდენის მიღებას აპირებთ, წითელი ვარდები გაცემაა. მაგალითად, თუ ადამიანმა სულ წითელი ვარდები დაკრიფა და ერთი თეთრი შეაყოლა თაიგულს, მაშინ იგი მზად არის ყველაფერი გაიღოს საყვარელი ადამიანისთვის, სანაცვლოდ კი ძალიან ცოტას ელოდეს. თუკი 10 თეთრი და 10 წითელი ვარდია, მაშინ იმდენს გასცემს რამდენსაც იღებს და ა.შ
- ეს ურთიერთობებში პრობლემების გამკლავების თქვენეულ მანერაზე მიუთითებს. თუკი თქვენ მოახლეს სთხოვეთ დახმარება მის მოძებნაში, ნიშნავს, რომ როგორც კი პრობლემა შეგექმნებათ გარეშე პირებს რევთ თქვენს ურთიერთობაში. ეს კი, როგორც წესი, ყველაფერს აფუჭებს. თუკი თავად წახვედით მის მოსაძებნად, ესე იგი თავადაც მშვენივრად ართმევთ თავს პრობლემებს და მიგაჩნიათ რომ ორის ურთიერთობაში მესამე არ უნდა ჩაერიოს. ეს მხოლოდ თქვენი მოსაგვარებელი საქმეა და სხვისი არავის. სწორი დამოკიდებულებაა.
- ვარდების მდებარეობა მიუთითებს იმაზე, თუ რა სიხშირით გირჩევნიათ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობა. თუკი საწოლზე დააწყვეთ, ნიშნავს რომ პარტნიორთან ყოველდღიური ურთიერთობა თქვენთვის აუცილებელია. თუკი ფანჯრის რაფაზე დებთ, ესე იგი მის ნახვა-არ ნახვაზე ემოციურად დამოკიდებული არ ხართ. მიგაჩნიათ, რომ ურთიერთობისთვის გარკვეული დისტანცია უკეთესია და პარტნიორი ხანდახან უნდა მოგენატროს.
- ეს უკვე თქვენი მოლოდინებია პარტნიორთან დაკავშირებით. თუკი იგი გაღვიძებული გხვდებათ, მისი გადაკეთების მცდელობა შეიძლება გქონდეთ და გჯეროდეთ რომ თქვენი ხათრით შეიცვლება. თუკი მძინარე დაგხვდათ, იღებთ მას ისეთს, როგორიც არის.
- ეს გზა უკვე იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად სტაბილური ხართ გრძნობებში. თუკი მოკლე გზით დაბრუნება ირჩიეთ, ხანმოკლე გატაცებები გჩვევიათ, თუკი გრძელი გზით წახვედით მაშინ დიდი ხანი რჩებით შეყვარებული.
Comments are closed.