ა. თუკი თქვენი მთა წინა მთაზე მაღალი იყო, ეს ნიშნავს რომ წარსული აღარ გაინტერესებთ და მთლიანად აწმყოზე ხართ ორიენტირებული. თქვენ არავითარი გრძნობები აღარ შემოგრჩათ თქვენი ყოფილის მიმართ, ყველაფერი კარგად გაიაზრეთ, გადაალაგეთ და აღარ მისტირით ერთად გატარებულ ლამაზ დღეებს. თუ ყოფილს გაიხსენებთ ხოლმე, მხოლოდ იმიტომ რომ სიტყვამ მოიტანა, თორემ გული უკვე სხვა ადამიანისთვის გიფეთქავთ, ან მზად არის რომ იფეთქოს
ბ. თუკი მთა წინა მთის ტოლია, თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიღწევიათ თავი წარსულისთვის, ისევ ვიღაც მის მსგავსს ეძებთ. შეიძლება ახალი შეყვარებულიც გყავდეთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ყოფილს ამსგავსებთ, ვერ აცნობიერებთ, რომ ის სხვაა, სხვანაირია და სწორედ ამ თავისი უნიკალურობის გამო უნდ აგიყვარდეთ. თუ ამ ურთიერთობის გადარჩენა, ან ახალი სიყვარულის პოვნა გსურთ, მაშინ ყოფილის ძებნას სხვა ადამიანებში თავი უნდა დაანებოთ.
გ. თუკი თქვენი მთა წინა მთაზე დაბალია, ნიშნავს, რომ კვლავ გულგატეხილი ხართ. ისე ძალიან გეტკინათ, იარები ჯერაც არ მოგშუშებიათ. ძალიან, რთულია, მაგრამ ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ასეა საჭირო. ეცადეთ მეტი პოზიტივით უყუროთ მომავალს. იმისთვის დაჰკარგეთ, რომ უკეთესი უნდა გეპოვათ წინ.
მუცლებში პეპლებს გისურვებთ!