ლილიტი მერვე სახლში

0
12659

ამ ადამიანს სურს ფარული ძალაუფლება და აქვს მისი ბოროტად გამოყენების ცდუნება, მიუხედავად იმისა აღიარებს თუ არა ამას თვითონ. ქვეცნობიერად ყოველთვის ცდილობს დაიქვემდებაროს და აკონტროლოს გარშემომყოფები. უკიდურესად ნეგატიურ გამოვლინებაში ჩანს სადიზმისაკენ მიდრეკილება. ან მძაფრად იზიდავს რისკი, საფრთხე, ყველაფერი ფარული, საიდუმლო, ტაბუდადებული, ან პირიქით, სრულიად უარყოფს სულიერ სიღრმეებსა და პანიკურად ეშინია სიკვდილის. მისთვის ექსტრიმი და მძაფრი შეგრძნებები სახიფათოა. არაა გამორიცხული ჰქონდეს აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრებაც. არც ენერგოვამპირიზმია მისთვის უცხო. არაფერი ისე არ ურთულდება, როგორც შურისძიებაზე უარის თქმა. მიდრეკილია თვიდგანადგურებისაკენ და აწუხებს ფიქრები თვითმკვლელობაზე. მან უნდა შეძლოს ემოციური ბალანსის მიღწევა საკუთარ თავში, არ გამოიყენოს ძალაუფლება ბოროტად, შეეშვას ადამიანებით მანიპულირებას, ყოველთვის იფიქროს ვიდრე გარისკავს.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია