ამ ადამიანს ურთიერთობებში ბალანსის პოვნა უჭირს – თმობს ან ყველაფერს, ან არაფერს, ამიტომ საკუთარ თავთან მუდმივ კონფლიქტშია. კარგად მანიპულირებს ადამიანებით და ფლირტის ხელოვანია. მეტოქის პოზიციას მთელი სიზუსტით აღიქვამს, იცის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, არ ურთულდება არსებული მდგომარეობის სწორად შეფასება. შეუძლია საუკეთესოდ მოირგოს შუამავლის როლიც. პარტნიორულ ურთიერთობებში ბევრი წინააღმდეგობა ხვდება, არც თანამშრომლობას მოაქვს მისთვის სასურველი შედეგები, ინდივიდუალური პროექტები გაცილებით წარმატებულია.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია