ერთ-ერთი მძიმე მანიპულატორი, სტრატეგი და ტაქტიკოსი, რომელსაც აქვს მოთმინების უსაზღვრო მარაგი. მისთვის კარიერული წინსვლა ცხოვრების მთავარი ცდუნებაა. სტატუსისა და აღიარების გარეშე არ შეუძლია თავი შემდგარ პიროვნებად იგრძნოს. ვერ იტანს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნას. მოსწონს ძალაუფლება და მისი ბოროტად გამოყენების ცდუნება აქვს. ამ ადამიანმა უამრავი პასუხისმგებლობით შეიძლება დაიხუნძლოს თავი, ან საერთო უარი განაცხადოს მათ აღებაზე. ხშირად ბავშვობაში გვხვდება რომელიმე მშობლის დიდი გავლენა, განსაკუთრებით მამის, რომელიც ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევდა მას და სთხოვდა ყოფილიყო დიდი და სერიოზული. თუ იდივიდი ზომიერების გრძნობას დაკარგავს, არის შანსი დაკარგოს კარიერული წარმატება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია