რადგან პირველი სახლი გვიჩვენებს, თუ როგორ აღიქვამენ გარშემომყოფები კონკრეტულ ინდივიდს და როგორ რეაგირებენ მის ქცევაზე, ლილიტი აქ მიუთითებს სხვების მხრიდან ამ ადამიანის უარყოფის ტენდენციაზე. ისინი არ ავლენენ ნებას მიიღონ ეს პერსონა სწორედ ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის, ცდილობენ გადააკეთონ, მართონ, დაიმორჩილონ. სწორედ ამიტომ მან უნდა ისწავლოს თავის აღქმა სხვების შეფასებებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ და დააფასებენ მას.
იგი ხშირად მოქმედებს იმპულსურად, დაუფიქრებლად. ურთიერთობებში მთელი ენერგიით ებმება. ხშირად ხვდება პრობლემურ სიტუაციებში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია