საკუთარი ფიქრების კონტროლი რომ მოვახერხოთ, რაიმეზე ფოკუსირება უნდა შეგვეძლოს. ამ უნარის გასავითარებლად რამდენიმე ვარჯიში არსებობს. აი, ერთ მათგანი:
აირჩიეთ რაიმე მარტივი საგანი – მაგალითად, ქინძისთავი, ღილი, ჭიკარტი, ფანქარი. შეეცადეთ რომ 5 წუთის განმავლობაში მხოლოდ ამ საგანზე იფიქროთ. აღწერეთ ის, თითქოს ბრმა ადამიანს უხსნიდეთ. შეგიძლიათ იფიქროთ, როგორ გამოიგონეს, როგორ აწარმოეს, რით გააკეთეს, როგორ იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველდღე ახალ-ახალ დეტალს აღმოაჩენთ. გაჩენილ შეკითხვებზე პასუხი მოძებნეთ ენციკლოპედიაში, ან ინტერნეტში. აკეთეთ ეს ყოველდღე, იქამდე, სანამ არ აღმოაჩენთ, რომ ამ ფანქრის შესახებ ახალი არაფრის გაგება არ შეგიძლიათ და მერე სხვა საგანზე გადადით. ორი ან სამი საგანი თუ გექნებათ ამორჩეული ყოვედღიურ სავარჯიშოდ, შესანიშნავი იქნება. ეცადეთ იყოთ რეალისტური, ლოგიკური და თანმიმდევრული. ამ ვარჯიშის სირთულე სწორედ ის არის, რომ ფიქრები გაგვირბიან, ჩვენ გონებაში ერთი საგნიდან მეორე საგანზე დავხტივართ. მაგალითად, თქვენ ფიქრობთ ფანქარზე და ამ დროს გახსენდებათ, რომ ეს ფანქარი ეჭირა თქვენს ბებიას, რომელსაც ჰყავს თუთიყუში და თქვენ უცებ ამ თუთიყუშზე ფიქრს იწყებთ. მეტი ფოკუსი. თქვენ მხოლოდ ფანქარზე უნდა იფიქროთ.
გარდა ამისა, ეს ვარჯიში ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა აკეთოთ. შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა თავი დამძიმებული არ გაქვთ და ფხიზლად ხართ. ანუ სადილის შემდეგ კი არა, მაგალითად, საუზმემდე, ან საუზმის შემდეგ. შეიძლება საღამოს 8 საათზეც. ან თავისუფალ დროს, როცა რიგში დგახართ, ტრანსპორტს ელოდებით და ა.შ.