აირჩიეთ ერთი რომელიმე ქმედება, რომელსაც ყოველდღე, თქვენ მიერვე შერჩეულ დროს გააკეთებთ. ეს ისეთი რამ უნდა იყოს, რასაც ჩვეულებრივ არ აკეთებთ, რაშიც არავინ გიხდით რამე საფასურს და საერთოდ არავითარი კონკრეტული მიზანი არ გამოძრავებთ. მაგალითად, მოხსენით და ისევ დაამაგრეთ საბურავი ველოსიპედზე, ცხვირსახოცი ამოიღეთ ჯიბიდან და უკან ჩაიდეთ, თასმები გაიხსენით და ხელახლა შეიკარით. ნებისმიერი რამ გამოდგება, რაზეც თქვენ მიერ შერჩეულ დროს ხელი მიგიწვდებათ. ეს ქმედება თქვენს მოვალეობად უნდა აქციოთ. როცა პროგრესს იგრძნობთ, მერე სხვა ,,ვალდებულებებიც” შეგიძლიათ მოიგონოთ. აუცილებელია, რომ დრო ზუსტად იყოს დაცული. კარგი იქნება თუ კალენდარსაც აწარმოებთ და თქვენს წარმატებებს და წარუმატებლობებს მოინიშნავთ. მთლიანი ციკლი ერთთვიანი მაინც უნდა იყოს. თუკი რომელიმე დღეს საერთოდ დაგავიწყდებათ, როცა გაგახსენდებათ, მაშინ გააკეთეთ და ხვალისთვის უფრო მეტად მოინდომეთ. შეგიძლიათ ერთი და იგივე რამ აკეთოთ ყოველდღე, ან ყოველ დილით ახალ-ახალი დავალება მოიფიქროთ.
ძირითადად, ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ რამეს, რომ საჭიროა, ანუ ძირითადად სხვა ადამიანებისთვის ვმოქმედებთ და არა საკუთარი ინიციატივით. ხანდახან რაღაცის კეთება გვინდა, მაგრამ ხან რა საქმე გამოგვიჩნდება, ხან რა, ხან ვინ დარეკავს, ხან ვინ გესტუმრებათ და თქვენ იმის კეთებაზე უარს ამბობთ, რის კეთებაც ძალიან გინდოდათ. ეს ვარჯიში დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ საკუთარ ნებაზე და აკეთოთ რამე, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ გინდათ ასე და არა იმიტომ რომ ეს საჭიროა ვინმესთვის.