ამ ადამიანს სჭირდება ცხოვრებით ტკბობა და სიამოვნება. შესაძლოა ახალგაზრდობის წლებში სასურველი სიყვარულის მოსაპოვებლად შეუსაბამოდ აქტიურიც კი იყოს. რიკები მისთვის ჩვეული რამაა. არაა გამორიცხული ჰქონდეს ვნებიანი და დინამიური სასიყვარულო კავშირები, მაგრამ საბოლოოდ გამოცდის ემოციების სტიქიურ ძალას საკუთარ თავზე. უნდა მოახდინოს სასიყვარულო და რომანტიკული ენერგიის დაბალანსება და გაუზიაროს იგი იმათ, ვინც მართლა გულით უყვარს. მისი თვითმიზანი არ უნდა იყოს გახდეს თაყვანისცემის ობიექტი. მოსწონს, როცა თავს განსაკუთრებულად გრძნობს, როცა მას ისე ექცევიან, როგორც არავის სხვას. დაკარგული აქვს მეგობრული, ჯგუფური ცნობიერი. ეგოს იქეთ გახედვაც უნდა ისწავლოს, რათა შეამჩნიოს სხვების ემოციები და გრძნობები.
მას ერთი უცნაური სცენარი თან სდევს — როცა სხვებს ხელს უწყობს და ცდილობს გამოიტანოს გარეთ მათი საუკეთესო ნაწილი, ისინი მოიპოვებენ რა უპირატესობას, აუცილებლად ეცდებიან უკან დახიონ. ეს გაკვეთილი იმისთვისაა საჭირო, რომ განთავისუფლდეს ნარცისიზმისგან. წინსვლისთვის უმჯობესია გაერთიანდეს გარკვეული ტიპის ჯგუფებში და ორგანიზაციებში, სწორედ ასე მოახდენს ყველაზე ინდივიდუალური გეგმის წარმატებით განხორციელებასაც კი. მან უნდა ისწავლოს რას ნიშნავს იყოს გუნდური მოთამაშე. მიუხედავად საერთო სულისკვეთებისა არაა საჭირო დაკარგოს დამოუკიდებლობა და ინდივიდუალიზმი ჯგუფის შიგნით, არ უნდა გაითქვიფოს მასში. უკეთესია თუ პიროვნულად წევრებთან გარკვეულ დისტანციას დაიჭერს, რადგან არის შანსი უღალატონ გადამწყვეტ მომენტში. ამ ადამიანს ევალება მეგობრობის ჭეშმარიტ არსს ჩაწვდეს, არ უყუროს ზემოდან არავის და სწამდეს, რომ ყველა ადამიანს თანაბარია.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია