თუკი ტყეში ბილიკის დანახვა შეძელით, ეს ნიშნავს ჯერ კიდევ არ გაქვთ ნაპოვნი ცხოვრებაში ის გზა, რომელზეც ბოლომდე აპირებთ იაროთ.
ფინჯანი მატერიალური კეთილდღეობაა. იმის მიხედვით თუ რა სახის ფინჯანი აირჩიეთ ფანტაზიაში, შეგიძლიათ იმსჯელოთ იმაზე, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ ფულთან.. ანუ თქვენ გქონდათ შანსი დაგეჯილდოვებინათ თავი – თუნდაც ფანტაზიაში მაინც. რითი დააჯილდოვეთ? თუ ძვირფასი ფინჯანი წარმოიდგინეთ ოქროს, ვერცხლის, ფაიფურის, ესე იგი, კარგ შემოთავაზებას არასოდეს უშვებთ ხელიდან და ხშირად ნახულობთ გამორჩენას, თუკი იაფფასიანი ნივთი წარმოიდგინეთ, ეს ნიშნავს რომ ცხოვრებისგან მოცემულ შანსებს იშვიათად იყენებთ.
მაგრამ თუ ფინჯანი მაინც წაიღეთ, ესე იგი რაღაც ღირებული მაინც იყო მასში. მთლად უშანსოც არ ყოფილხართ. ბევრი ადამიანი თავის ფანტაზიებში ამ ფინჯანს რაღაცაში იყენებს, მაგალითად, სვამს ჩაის, ყავას, წყალს… თქვენც ასე მოიქეცით? გამოდის რომ ,,დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს“.
თუ თქვენ ფინჯანი იქვე დატოვეთ, მატერიალური ფასეულობები თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ან უბრალოდ გგონიათ, რომ ყველაფერი მძიმე შრომით უნდა გქონდეთ მოპოვებული.
წყალი სექსის სიმბოლოა. მისი სიღრმე და სისწრაფე თქვენი დრაივი და სექსუალური მოთხოვნილებებია. რაც უფრო სწრაფია წყალი, მით უფრო კარგია თქვენი სექსუალური მადა. რაც შეეხება სიღრმეს, იგი თქვენი დამოკიდებულებაა სექსის მიმართ – რა სიღრმის ურთიერთობა გჭირდებათ. მაგალითად, თუკი სწრაფად მიმავალი პატარა წყალი დაინახეთ, ეს ნიშნავს რომ ,,ცოტ-ცოტა და ხშირად“ მოგწონთ, მაგრამ წინ თუ ტბა დაგხვდათ უძირო, მაშინ მძაფრი და ღრმა შეგრძნებების მოყვარული ბრძანდებით.
მდინარის გადაკვეთაში სექსის შესახებ თქვენი შეხედულეები მჟღავნდება. რაც უფრო მარტივად გადაკვეთთ წყალს, მით უმფრო ლიბერალური და თავისუფალი იქნებით სექსში.
დათვი
დათვი პრობლემებია. თუკი თქვენ პატარა ბელს ან სათამაშო დათუნია/ ვინი პუჰს გადაეყარეთ ესე იგი, აწყობილი გქონიათ ცხოვრება. რაც არ უნდა დაბრკოლებები შეგექმნათ, მთლად სერიოზულად ვერ აღიქვამთ. მოკლედ, ირგებთ ბედნიერებას
თუკი ნამდვილი დათვი ნახეთ, ესე იგი, სტრესულ მდგომარეობაში ხართ. რაც უფრო დიდია და საშიში დათვი, მით უფრო დიდია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ახლა დგახართ.
თუკი დათვმა ვერ დაგინახათ ან გეთამაშებათ, მაშინ არც ძალიან დიდი პრობლემები გქონიათ. ყოველდღე სტრესში ყოფნა და ნერვების გლეჯა არ გიწევთ და თან არც ისე მძიმე ფერებში ხედავთ ყველაფერს, უფრო მეტი პრობლემის დანახვა შეგეძლოთ ამ სიტუაციაში.
თუკი დაგინახათ და ყურადღება არ მოგაქციათ, რადგან თავისი საქმითაა გართული, ეს ნიშნავს რომ მუხედავად სირთულეებისა თქვენ არც ისე სტრესულ მდგომარეობაში არ ხართ და გაგიჟება არ გემუქრებათ.
თუკი დათვის ძალიან შეგეშინდათ, სასწრაფოთ შვებულება აიღეთ. საშინელ დღეში გაქვთ ნერვები.
რაც შეეხება მისთვის თავის დაღწევას, ეს პრობლემების მოგვარების თქვენეული გზაა. თუკი მისი შვილება გადაწყვიტეთ, ან რამე ამგვარი, ესე იგი პრობლემების მოგვარების ფრიად არაორდინალური გზა გქონიათ.
პლაჟი თქვენი გარშემომყოფებთან ურთიერთობის სიმბოლოა. ხალხის რაოდენობაც თქვენი სოციალურობის ინდიკატორი გახლავთ. რაც უფრო ბევრია ხალხი, მით უფრო კომფორტულად გრძნობს ადამიანი ხალხში თავს. თუკი პლაჟი სავსე იყო, თქვენ რესტორნების, პაბებისა და კლუბების მოყვარული ადამიანი ბრძანდებით. ამ საღამოს რას აკეთებთ?
და თუ ერთი ორ ადამიანს მოჰკარით თვალი, ხალხმრავალი ადგილები დიდად არ გეყვარებათ. ადამიანების უმეტესობა ერთ ან ორ ადამიანს ხედავს პლაჟზე. ისინი ასოციალურები არ არიან, უბრალოდ მარტოდაც მშვენივრად გრძნობენ თავს.
ის მანძილიც რა მანძილიც თქვენ შორის არსებობს ურთიერთობებში თქვენი დისტანციურობის მაჩვენებელია. თუკი ისე ახლოს იყვნენ, რომ გამოლაპარაკებასაც კი მოახერხებდით, ეს ნიშნავს, რომ მჭიდრო კავშირები მოგწონთ და ხშირი ურთეიერთობა. თუკი იქვე იყვნენ, მაგრამ არც ისე ახლოს რომ დალაპარაკებოდით, მაშინ არც ისე დამოკიდებული ყოფილხართ ადამიანებზე, უბრალოდ მოგწონთ იმის ცოდნა, რომ თუ დაგჭირდათ ვიღაც ყოველთვის დაგიდგებათ გვერდით. ხოლო თუ პლაჟი ჰორიზონტზე მოჩანდა – მაშინ თქვენ მარტო არ ხართ, საკუთარი თავი გყავთ და მეტი არც არავინ გჭირდებათ ბედნიერებისთვის.
Comments are closed.