შეერთება – თქვენ მიდრეკილი ხართ წარმატების მისაღწევად თქვენი გარეგნული სილამაზე და მომხიბვლელობა გამოიყენოთ. ფული ძალიან მნიშვნელოვანია. გიყვართ ლამაზი და კომფორტული ნივთები. პოპულარობის შანსი გაქვთ.
ჰარმონიული ასპექტები – თქვენ დაჯილდოვდებით წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობებითა და რომანებით. ქორწინებაში გაგიმართლებთ. სოციალურ წრეშიც. ახალგაზრდა ქალებს ძალიან ეყვარებით. ფინანსურ საკითხებს თქვენი ცხოვრების მოწამვლის საშუალებას არ მისცემთ.
უარყოფითი ასპექტები – იმისთვის, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაფერი რიგზე გქონდეთ, მეტი ყურადღება გმართებთ. საკუთარი თავის ფასი უნდა ისწავლოთ და დამწყვდეული შინაგანი შარმი გარეთ გამოუშვათ. კონფლიქტის ასარიდებლად კომპრომისზე მხოლოდ იმათთან უნდა წახვიდეთ, ვინც თქვენს შეხედულებას იზიარებს კონფლიქტებსა და კომპრომისთან დაკავშირებით. უნდა ებრძოლოთ სიზარმაცეს და მოუქნელობას. შრომა დაგჭირდებათ ფინანსური საკითხების დასალაგებლად. შეიძლება ყელთან, ტონზილიტთან, ხმასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდეთ, თუკი მათ სათანადოდ არ გამოიყენებთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია