ურანთან ასპექტები

0
1516

შეერთება – თქვენ ძალიან გსურთ თქვენი უნიკალურობის და განსაკუთრებულობის გამოხატვა. გენიოსობის პოტენციალი გაქვთ, თუ ამ ენერგიას ექსცენტირკულ გამოხდომებზე არ დახარჯავთ.

ჰარმონიული ასპექტები – აბსოლუტური თავისუფლება გეძლევათ თქვენი უნიკალურობის გამოსახატავად. მეგობრები, თანამოაზრეები, კოლექტივი მიზნების მიღწევაში გეხმარებიან, თქვენი ოცნებების სამყაროს კარს გაგიღებენ. მოულოდნელობები თქვენთვის სასიკეთოთ შემოტრიალდებიან. ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი გექნებათ ცხოვრებაში. შეგიძლიათ სცადოთ ბედი თანამედროვე ტექნოლოგიებში. ასტროლოგიის სწავლაც არ გაწყენდათ.

უარყოფითი ასპექტები – ვერ იტანთ როცა გზღუდავენ, გამუდმებით აჯანყებას აწყობთ. კარგი იქნება თუ მოახერხებდით წონასწორობა დაგეცვათ სხვების საჭიროებებსა და თქვენს ინდივიდუალობას შორის. ბევრი ინტერესები შეიძლება გქონდეთ, რომელსაც მასა ვერ გაიგებს. უარი თქვით ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც არ გაძლევენ უფლებას იყოთ ის, ვინც ხართ.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია