შეერთება – თქვენს ცხოვრებაში ან ძალიან განვითარებული ტიპები ჩნდებიან, რომლებიც პრობლემებს მოგიგვარებენ, ან საცოდავი არსებები, რომელთა ჭაობიდან ამოთრევაზე ზრუნვა თავად მოგიწევთ. შეიძლება გქონდეთ ურთიერთობა ხელოვან ადამიანებთან, ალკოჰოლიკებთან, ნარკომანებთან. ადამიანებთან, რომლებიც ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებიან. შეიძლება თქვენს მოტყუებას ცდილობდნენ. მაქსუმალურად უნდა ეცადოთ არ დაკარგოთ ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის. არ მოიტყუოთ თავი.
ჰარმონიული ასპექტები – კარგი წარმოსახვა გაქვთ, რომელსაც საკმაოდ კონსტრუქციულად იყენებთ. კარგი ასპექტია ხელოვანი ადამიანისთვის – არტი, მუსიკა, ხატვა, ცეკვა… იდეალისტი ხართ, თანაგრძნობა შეგიძლიათ და ცდილობთ ისე დაეხმაროთ სხვებს, რომ თავად არ დაზარალდეთ. სულიერი საკითხები უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვიდრე მატერიალური.
უარყოფითი ასპექტები – თქვენ შეიძლება მეხსიერების პრობლემები გქონდეთ. არსებობს დამოკიდებულებების გაჩენის საფრთხე და კატეგორიულად უნდა ერიდოთ ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარებას. შესაძლოა მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა გიწევდეთ. ეცადეთ ისე არ ჩაგითრიოთ სხვა ადამიანების პრობლემებთან ბრძოლამ, საკუთარი თავი დაგავიწყდეთ. მიდრეკილი ხართ ყველაფრის გარომანტიკულებისკენ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია