ვერტექსი მერვე სახლში

    0
    18811

    მისტიკოსი ხართ. ეს მაჩვენებელი მიგვანიშნებს, რომ მთელი არსებით ისწრაფვით შეერწყათ პარტნიორს, მასთან გამთლიანება მოახერხოთ. ძალიან ღმა ემოციური კავშირი გჭირდებათ. მთლიანად მოცული უნდა იყოთ ერთმანეთით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავადმყოფურად გეშინიათ პარტნიორმა თავის მოვალეობაზე უარი არ თქვას. თუკი ცოტათი მაინც იეჭვეთ რომ იგი ურთიერთობის თქვენეულ მოდელს არ იზიარებს, იწყება რღვევა. და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ უარყოფით გამოცდილებაზე ჩაციკლვა გჩვევიათ. უფრო ფრთხილი და ეჭვიანი ხდებით, რითიც ახალი ურთიერთობა ჩანასახშივე შეიძლება მოსპოთ.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია