პარტნიორების თემა ძალიან აქტუალური იქნება თქვენს ცხოვრებაში. ამ სფეროში ბევრი გაქვთ სასწავლი. გამუდმებით ვიღაცას დაეძებთ, ან გადაწყვიტეთ, რომ საერთოდ აღარავინ ეძებოთ, აღარავისთვის იბრძოლოთ, აღარ გარისკოთ, რადგან ბოლოს მაინც იმედგაცრუება გელოდებათ. წინასწარვე საშინელი მოლოდინები გაქვთ. არადა ურთიერთობის გარეშე თავს სრულფასოვან ადამიანად ვერ გრძნობთ. ქვეცნობიერ დონეზე ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში მარტოდ დარჩენის გეშინიათ. ამ ვერტექსის ყველაზე ცუდი მხარე ის არის, რომ თქვენ შესაძლოა ისე იყოთ დარმუნებული საკუთარ წარმოდგენებში იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა, თქვენივე ნებით თქვათ უარი ადამიანებზე, რომლებისკენაც მთელი არსებით ისწრაფვით.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია